სიღნაღში სუმოს სამოყვარულო ტურნირი გაიმართება
25 მაისს, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს 2019 წლის პირველ ბაშოს, რომელიც ქალაქ სიღნაღში გაიმართება. ტურნირის მიზანს ქართველი რიკიშების, ტოჩინოშინისა და გაგამარუს გამხნევება და საქართველოში სუმოს პოპულარიზაცია წარმოადგენს. სიღნაღის ბაშოს საპრიზო ფონდია: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 500 ლარი. 1000 ლართან ერთად, ბაშოს გამარჯვებული […]
ყველაფერი დევების ბაშოს შესახებ
29 დეკემბერს ხარაგაულში სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ. ტურნირისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ორგანიზატორები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენელი ახალგაზრდები გახლდნენ. რაც შეეხება მედია პარტნიორს, რა თქმა უნდა, Live.Ge გახლდათ. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, “დევების ბაშოს” ჩასატარებელ ლოკაციად, დაბა ხარაგაულში მდებარე დევების მონუმენტის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ კი ჩხერიმელას სანაპირო შეირჩა […]
სიურპრიზი! Live.ge დევების ბაშოს ორგანიზებაში ჩაერთო
ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი უკვე მეორედ, ხარაგაულში დევების ბაშოს ჩაატარებს, რომელსაც ორგანიზებას და მედია მხარდაჭერას Live.ge გაუწევს. დევების ბაშო წელს 29 დეკემბერს, ხარაგაულში დევების ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, ბაშოში მონაწილეობას კი ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს, რომელთა ნაწილიც ტურნირზე უკვე დარეგისტრირდა. ბაშოს პირდაპირ ტრანსლირებას, მონაწილეთა ინტერვიუებს და კომენტირებას Live.ge უზრუნველყოფს, კომენტატორები კი ჩვენი უცვლელი წამყვანები, ზაზა კონცელიძე და […]