25 ივნისს, დუბაი მკლავჭიდის უდიდეს დაპირისპირებას უმასპინძლებს, რომელშიც ლევან საგინაშვილი კანადელი ვარსკვლავის – დევონ ლარატის დამარცხებას შეეცდება. მარჯვენა ხელით, მკლავის გადაწევის კლასიფიკაციაში, “ქართველი ჰალკი” და დევონ ლარატი, მსოფლიოს ორი უძლიერესი სპორტსმენია. დავიწყოთ ლარატით, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ცოცხალი ლეგენდის სტატუსით სარგებლობს და რეიტინგის სათავეში იმყოფება. 47 წლის მკლავჭიდელს ფენომენალური კარიერა აქვს, მაგრამ 33 წლის საგინაშვილი, […]