“ნიგერიის ქუჩებიდან მსოფლიოს ისტორიულ სახელმძღვანელოებამდე” – დროგბამ ოსიმენს მიულოცა
33-წლიანი პაუზის შემდეგ “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს ტიტულს დაეუფლა. ნეაპოლელებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და სამხრეთული კლუბის ისტორია დაწერეს. წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი “ნაპოლის” ნიგერიელი ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენია, რომელმაც აფრიკელ ფეხბურთელებს შორის, სერია A-ს სეზონში ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო. ლეგენდარული კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელი – დიდიე დროგბა, “ნაპოლისა” და ვიქტორ ოსიმენის ტრიუმფს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა. “ნამდვილად. ნიგერიის ქუჩებიდან, […]
,,ვისურვებდი, ნახტომები ჩემს დროსაც გაეზომათ” – დროგბა ოსიმენის გოლს გამოეხმაურა
სერია A-ს 21-ე ტურში, ,,სპეციასა” და ,,ნაპოლის” შეხვედრაში, ვიქტორ ოსიმენი 2,58 მეტრზე ახტა და გოლის გატანა შეძლო. ნიგერიელმა კრიშტიანუ რონალდუს შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 2019 წელს, ,,სამპდორიასთან” მატჩში, 2,56 მეტრზე ახტა (სერია A-ში რეკორდი ფიკაიო ტომორის ეკუთვნის – 2,63 მეტრი) აღნიშნულ ფაქტს სპორტულმა გვერდმა, 433-მა პოსტი მიუძღვნა, რასაც დიდიე დროგბა ხუმრობით გამოეხმაურა: ,,ვისურვებდი, ნახტომები ჩემს დროსაც […]
მესი, მარადონა, ჩელსი – ყველაზე დიდი იმედგაცრუება ფეხბურთის ისტორიაში
შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ან არასამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც საფეხბურთო მატჩის დროს გინახავთ? ნებისმიერი კლუბის ფანი აუცილებლად აღნიშნავს, რომ მისი კლუბი სისტემატურად ხდება უსამართლობის მსხვერპლი. ხშირ შემთხვევაში ფანები იმდენად ემოციურად გულშემატკივრობენ საკუთარ გუნდს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გუნდის წინააღმდეგ მიიღება კონსპირაციის თეორიების სათავე ხდება. Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში, ფანებს ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილებების ჩამოთვლა სთხოვეს. რობინ ვან […]
2022 წლის 20 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი
Forbes-ის განახლებული მონაცემების მიხედვით მსოფლიოში 2022 წლის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელის სია ცნობილია. ქვემოთ მოცემულ ნუსხაში იგულისხმება ქონების საერთო ღირებულება და აქ ყველა ტიპის შემოსავალი არის გათვალისწინებული. უმდიდრესი სპორტსმენების ოცეული ასე გამოიყურება: 20. რიო ფერდინანდი (კარიერა დასრულებული აქვს): 75 მილიონი დოლარი 19. ვილიანი (კორინთიანსი): 75 მილიონი დოლარი 18. არიენ რობენი (კარიერა დასრულებული აქვს): 80 მილიონი დოლარი […]
დროგბა – სალაჰი ჩემს ყველა რეკორდს დაამხობს
მერისაიდული გრანდის ეგვიპტელი ვარსკვლავი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 11 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ევროსარბიელზე სალაჰის ასპარეზობა არანაკლებ შთამბეჭდავია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 5 შეხვედრაში ეგვიპტელმა 6 გოლის გატანა შეძლო. “ლივერპულის” ეგვიპტელმა შემტევმა პრემიერ ლიგის ეგიდით 108 გოლი გაიტანა ლეგენდარულ დიდიე დროგბას გადაასწრო (104). […]
კრიშტიანუ რონალდუ | შედეგი არ შეესაბამება იმას რისთვისაც ვიბრძვით
პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლივერპულს” დაუპირისპირდა. “ოლდ ტრაფორდზე” გამართული ტიტანების ბრძოლა “ლივერპულის” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მერსისაიდულმა გრანდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა – შედეგად “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოცნებების თეატრში” 0:5 განადგურდა. ინგლისის ორ ყველაზე ტიტულოვან გრანდს შორის არსებული მტრობა ათწლეულებს ითვლის. პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკი მოჰამედ სალაჰისათვის ისტორიული აღმოჩნდა. “ლივერპულის” ეგვიპტელმა შემტევმა […]
სალაჰი აფრიკელებს შორის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
,,მანჩესტერ იუნაიტედთან” პრემიერლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ,,ლივერპულის” თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, ჰეთთრიკი გაიფორმა. ეგვიპტელს ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ 167 მატჩში 107 გოლი დაუგროვდა, რაც აფრიკელ ფეხბურთელებს შორის პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით ყველა დროის საუკეთესო შედეგია. სალაჰმა ლონდონის ,,ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელის, დიდიე დროგბას რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც 254 თამაშში 104 გოლია. 29 წლის შემტევი ,,რომადან” ,,ლივერპულში” 2017 წელს, […]
არც მესი, არც რონალდუ – პეპე რეინამ ურთულესი მეტოქე დაასახელა
“ლაციოს” მეკარემ, პეპე რეინამ შეადარა ლიგები, რომელშიც მას უთამაშია და ასევე დაასახელა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომლის წინააღმდეგაც თამაში განსაკუთრებულად უჭირდა. “ინგლისის პრემიერ ლიგაში დაცვას ნაკლები ყურადღება ექცევა და სერია A-ში მატჩის ტემპი დაბალია და მეტი პაუზაა. ინგლისსა და გერმანიაში საკმაოდ განსხვავებულად თამაშობენ, ვიდრე იტალიაში – იქ თამაში გაცილებით სწრაფად მიდის. ჩემთვის ყველაზე საშიში მეტოქე დიდიე […]
დროგბას შვილი იტალიურ კლუბში იასპარეზებს
ლონდონის “ჩელსის” ლეგენდის – დიდიე დროგბას შვილი იტალიის სერია დ-ს ბინადარი კლუბის ღირსებას დაიცავს. “ჩელსის” ახალგაზრდული კლუბისა და “გენგამის” მეორე გუნდში ასპარეზობის შემდეგ, ისააკ დროგბამ “კარატეზეს” მაისური მოირგო. 20-წლის შემტევის დამატების შემდეგ, “კარატეზეს” მესვეურები იმედოვნებენ, რომ სერია ც-ს საგზურის მოპოვებას შეძლებენ. ამ წუთისათვის “კარატეზედე” სერია დ-ს A ჯგუფში მე-7 პოზიციაზე იმყოფება პლეი-ოფის ზონას მხოლოდ 2 […]
5 საუკეთესო შემტევი ტრიო პრემიერლიგის ისტორიაში
თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში 4-3-3 სქემით თამაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია. შესაბამისად, 3 თავდამსხმელისგან შემდგარი ტრიოს შედეგები გუნდის წარმატებას მეტწილად განსაზღვრავს. “ლივერპული”, “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” ის კლუბები არიან, რომლებმაც ბოლო დეკადაში საუკეთესო შემტევი სამეულები შექმნეს და შესაბამისი ეფექტურობაც სახეზეა. ბევრი სხვა ევროპული გრანდი მათი მაგალითის განმეორებას ცდილობს და საჭირო ღონისძიებებს იღებს. თუმცა, შემტევი სამეულით თამაში არც […]
მეტი ვიდრე ფეხბურთელი – როგორ შეწყვიტა დროგბამ სამოქალაქო ომი (ვიდეო)
50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]