მადრიდის ,,ატლეტიკოს” ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო გოდინმა, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა: ,,ვფიქრობ, მესის შეკავება უფრო რთულია. არ გამიმართლა, რადგან მათ წინააღმდეგ ევროტურნირებზეც ვთამაშობდი. მათ ,,ატლეტიკოს” რამდენიმე თასი წაართვეს. ,,ბარსელონაში” მესის და ,,რეალში” რონალდუს გარეშე, ერთით მეტი ლა ლიგა მოგებული აუცილებლად გვექნებოდა და შეიძლება, ჩემპიონთა ლიგაც მოგვეგო… ჩვენ შევძელით და მონსტრებს წინააღმდეგობა გავუწიეთ,” […]