ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეკემბერში მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა “ტოტენჰემის” სპორტულ დირექტორს დენიელ ლევის დაუკავშირდა და ჰარი კეინის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება სცადა, თუმცა “დეზების” დირექტორმა ინგლისელ ფორვარდს ასტრონომიული ფასი, კერძოდ კი 350 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაადო. წყაროს ინფორმაციით მადრიდელთა ხელმძღვანელობამ ამ თანხას “სულელური ფასი” უწოდა და მოლაპარაკებები უმალ გაწყვიტა. ამ ინფორმაციამ პარიზში ჩააღწია, და […]