მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, შვედეთთან, სტუმრად – 0:1 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ამ პოზიციაზე მუშაობისას, პირველი მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. “ასეთი მატჩის დასრულებიდან მოკლე დროში კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდს გოლის გასატანად კარგი შანსები ჰქონდა, თუმცა მეტოქემ ამ ამოცანას თავი უკეთ გაართვა, რადგან მათ […]