ტირანას მწვრთნელი: “თანაბარი მატჩი იქნება, რომელშიც ჩვენი შანსების გამოყენებას ვეცდებით”
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში “დინამო ბათუმთან” დაპირისპირების წინ, ალბანური “ტირანას” მთავარმა მწვრთნელმა, ორგეს შეჰიმ ორრაუნდიანი დუელის შესახებ ისაუბრა. “პირველი თამაშის შემდეგ უფრო დეტალური ინფორმაცია გვაქვს და გვინდა, რომ კონკრეტული კომპონენტები გავაუმჯობესოთ. ჩვენი ვალია ყოველთვის ვიყოთ ფხიზლები და ფრთხილად, რადგან ეს არის მატჩი, რომელიც პირველი შეხვედრის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის საკითხს ისევ […]
ხვიჩა კვარაცხელიამ დინამო ბათუმსა და გულშემატკივრებს მიმართა | VIDEO
ევროპის კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “დინამო ბათუმისა” და “ტირანას” დაპირისპირება შედგება. მატჩი 20 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება. პრინციპული მატჩის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც “დინამო ბათუმსა” და მის გულშემატკივრებს წარმატება უსურვა. შეგახსენებთ, “დინამო ბათუმის” გარდა, კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კიდევ ორი ქართული გუნდი ასპარეზობს. გორის “დილა” სლოვაკურ “დუნაისკა სტრედას” უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისის “ტორპედო” […]
ტირანას კაპიტანი: “ჩემი გუნდის მჯერა და ისევ მივიჩნევ, რომ შემდეგ ეტაპზე მოვხვდებით”
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “დინამო ბათუმი” ალბანურ “ტირანას” საშინაო კედლებში დაუპირისპირდება. მატჩის წინ ალბანური კლუბის ჩრდილოეთმაკედონიელმა კაპიტანმა, ფილიპ ნაიდოვსკიმ, პირველ შეხვედრამდე გაკეთებული ამბიციური კომენტარი გაიმეორა და კვლავაც თავდაჯერებულმა ივარაუდა, რომ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე მოხვდება. “ჩვენი მატჩისწინა ინფორმაცია და ანალიზი საბოლოოდ სწორი აღმოჩნდა – ბათუმური გუნდი შესანიშნავია, ორგანიზებული და კარგი მოთამაშეებით […]
ტირანას მწვრთნელი: “გარკვეულწილად პოზიტიური მატჩი გამოვიდა, გუნდი კომპლიმენტებს იმსახურებს”
2023/24 წლების სეზონის უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა “დინამო ბათუმმა” ალბანური “ტირანას” წინააღმდეგ სტუმრად ფრედ – 1:1 ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ორგეს შეჰიმ კომენტარი გააკეთა. “მიმაჩნია, რომ გარკევულწილად პოზიტიური მატჩი გამოვიდა, რადგან შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს, გუნდმა ფიზიკური კარგი მომზადების საფუძველზე, ბოლო წუთებში ანგარიშის გათანაბრება […]
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო ბათუმთან” გასამართი საწყისი მატჩის წინ, ალბანური “ტირანას” კაპიტანმა, ფილიპ ნაიდოვსკიმ კომენტარი გააკეთა. “მინდა პირველი ოფიციალური მატჩი გავიმეორო (“დინამო თბილისთან” გამარჯვება – 2:0 უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 2020 წელს). მიმაჩნია, რომ “დინამო ბათუმს” ხარისხიანი გუნდი ჰყავს და ერთ-ერთი უძლიერესიც საქართველოში. მეტოქეს მაქსიმალურ პატივს ვცემთ, მაგრამ მჯერა, რომ […]
გია გეგუჩაძე: “პროგნოზის გაკეთება ძნელია – საბრძოლო განწყობა და რთული მატჩის მოლოდინი გვაქვს”
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი მატჩის წინ, რომელშიც “დინამო ბათუმი” ალბანურ “ტირანას” დაუპირისპირდება, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა. “თავს კარგად ვგრძნობთ და მატჩს ადეკვატური განწყობით ვხვდებით. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საბრძოლო განწყობა გვაქვს. ჩვენმა მოწინააღმდეგე გუნდმა ბოლო პერიოდში ყველაფერი მაქსიმალურად დახურა და ინფორმაცია ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი. რაც ვიცით, არის მხოლოდ […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა და სადებიუტო ტურნირზევე 1/4-ფინალამდე მიღწევა მოახერხა. ტურნირზე წაუგებლად და წარმატებით სვლაში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველთა შემადგენლობაში გუნდის ვიცე-კაპიტანი ზურიკო დავითაშვილია, რომლის ტრანსფერიც ფრანგულმა “ბორდომ” რამდენიმე დღის წინ “დინამო ბათუმიდან” გამოისყიდა. ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შედეგად, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ […]
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის სერია A-ში გადასვლის ამბავი მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს. კონკრეტულად, ინფორმაცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება, მალე დადასტურდება და “დინამო ბათუმის” 20 წლის მარცხენა გარემარბი კარიერას “ფროსინონეში” გააგრძელებს. “აქტიური სკაუტური სამუშაოს შედეგად, ნელ-ნელა “დინამო ბათუმთან” მოლაპარაკების პროცესის დასრულებას და ტრანსფერის დახურვას ვუახლოვდებით. გიორგი კვერნაძე 2003 წელს დაბადებული, წარმოშობით […]
კვიპროსი – საქართველო: მატჩის მსაჯთა ვინაობა ცნობილია
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები კვიპროსის ეროვნულ გუნდს სტუმრად, ლარნაკაში, “აეკის” სტადიონზე დაუპირისპირდება. საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების შეხვედრას პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა ფაბიო ვერისიმოს ხელმძღვანელობით მოემსახურება. ლეირიაში დაბადებული 40 წლის არბიტრი ფიფას კატეგორიის რეფერის სტატუსს 2015 წლიდან ატარებს, ხოლო პორტუგალიის რანგით ყველაზე მაღალი დივიზიონის მატჩებს 2014 წლის შემდეგ მსაჯობს. […]
ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა
ბათუმის ახლადაშენებულმა სტადიონმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. “დინამო ბათუმის” საშინაო არენამ აღნიშნულ ნომინაციაში გაიმარჯვა და პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მაიამიში გამართულ ღონისძიებაზე გახდა. ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის ივლისამდე მიმდინარეობდა და ხარჯებმა 141 მილიონი ლარი შეადგინა. სტადიონი 2020 წლის ბოლოს გაიხსნა და მას შემდეგ იქ საშინაო […]
დინამო ბათუმი 6:1 მონღოლეთი
“დინამო ბათუმმა” მონღოლეთის საფეხბურთო ნაკრები 6:1 დაამარცხა. “ანგისას საფეხბურთო ბაზაზე” გამართული ამხანაგური მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე “დინამო ბათუმმა” მეტოქე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა. ბათუმელები სწრაფადვე დაწინაურდნენ და 6:0 იმარჯვებდნენ, რის შემდეგაც გუნდი ოდნავ მოდუნდა და მეტოქეს 1 ბურთის გაქვითვის შესაძლებლობა მიეცა. საბოლოოდ მონღოლები ისეთივე ანგარიშით დამარცხდნენ, როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოს […]
დინამო ბათუმმა ლუკა ზარანდია დაიმატა
26 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. შემტევმა ნახევარმცველმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. თბილისის “ლოკომოტივის” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ბელგიის, პოლონეთისა და ყაზახეთის ჩემპიონატებში უთამაშია, ბოლოს კი “კორონა კიელჩეს” შემადგენლობაში გამოდიოდა. ლუკა ზარანდიას გარდა, “დინამო ბათუმმა” 30 წლის ქართველი თავდამსხმელი, თორნიკე კაპანაძე, 28 წლის […]