უეფამ ფენერბახჩე დასაჯა
უეფამ ,,ფენერბახჩე” 50 ათასი ევროთი დააჯარიმა და მომდევნო ევროთასის საშინაო მატჩისთვის 5000-ადგილიანი ტრიბუნის დახურვა უბრძანა. საქმე ეხება კიევის ,,დინამოსთან” ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას, სადაც თურქული კლუბის გულშემატკივრებმა მოედანზე ნივთები ისროლეს და შეურაცხმყოფელი ხასიათის პროვოკაციული შეძახილები გამოიყენეს – მეტოქის გატანილი გოლის შემდეგ ,,ფენერბახჩეს” ფანებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, სახელის სკანდირება დაიწყეს. Fenerbahçe fans chanting “Vladimir […]
“ვლადიმირ პუტინის სახელის სკანდირება” – თურქი ფანების სამარცხვინო საქციელი | VIDEO
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ფენერბახჩესა” და “დინამო კიევის” დაპირისპირება შედგა. სტამბოლში გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, დამატებითი ტაიმის მიწურულს (114 წუთი) “დინამო კიევმა” მეორე გოლი გაიტანა და ორი შეხვედრის ჯამში მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. სტამბოლში გამართული დაპირისპირება საკმაოდ უხეში გამოდგა – მთავარმა არბიტრმა მოთამაშეებს 13 ყვითელი ბარათი უჩვენა. დაძაბულ ფონს, […]
წიტაიშვილმა დინამო კიევის შეკრება დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა
უკრაინული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი წიტაიშვილმა შვეიცარიაში, “დინამო კიევის” შეკრება დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა. წყაროს მტკიცებით, წიტაიშვილი უკვე პოლონეთში იმყოფება, სადაც უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ წიტაიშვილის მომავალი გუნდის ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელის კარიერა პოზნანის “ლეხში” გაგრძელდება. წიტაიშვილის სამსახურით, კიდევ ერთი პოლონური კლუბი […]
ბაზელის რუსი ფეხბურთელი საქველმოქმედო მატჩში არ ითამაშებს
საქველმოქმედო მატჩების სერიის მორიგ თამაშს “დინამო კიევი” “ბაზელთან” ატარებს. როგორც ცნობილია, შვეიცარიის გუნდის რუსი ლეგიონერი, ფიოდორ ჩალოვი აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. აქვე გეტყვით, რომ “დინამო კიევისა” და “ბაზელის” შეხვედრაში შემოსული თანხა რუსეთის მიერ დაწყებული ომისგან დაზარალებულებს მოხმარდება. “სირცხვილით უკრაინელი ფეხბურთელებისთვის თვალებში ყურება არ შეუძლია,” – ასე შეაფასა უკრაინულმა მედიამ ჩალოვის უთამაშებლობის მიზეზი. ფიოდორ ჩალოვი […]
უკრაინის მხარდასაჭერად “დორტმუნდმა” და “დინამო კიევმა” საქველმოქმედო მატჩი გამართეს. დორტმუნდში, “სიგნალ იდუნა პარკზე” გამართული შეხვედრა, მასპინძელთა მარცხით 2:3 დასრულდა.. საქველმოქმედო მატჩს 35,000 გულშემატკივარი დაესწრო და უკრაინის მხარდასაჭერად €400,000 შეგროვდა. უკრაინული კლუბი ევროპის მასშტაბით საქველმოქმედო მატჩებს მართავს. “ევროპული ტური მშვიდობისთვის” ფარგლებში “დინამო კიევმა” 4 მატჩი გამართა. აღსანიშნავია, რომ დორტმუნდში უკრაინელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. € 4️⃣0️⃣0️⃣.0️⃣0️⃣0️⃣ raised […]
დინამო კიევის ესპანელი ლეგიონერის ღირსეული საქციელი
“დინამო კიევის” ესპანელმა ლეგიონერმა – ფრან სოლმა, რომელიც ამჟამად “ეიბარში” ასპარეზობს, უკრაინელი დევნილები შეიფარა. “დინამო კიევის” მაისურით ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ, ესპანელმა ფორვარდმა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. “ტენერიფესა” და “ეიბარში” იჯარის წესით გატარებული 2 სეზონის მიუხედავად, ფრან სოლი კვლავ უკრაინული კლუბის საკუთრებაა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას მწვავედ განიცდის. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში, ესპანელი ფეხბურთელი […]
დინამო კიევი ამხანაგურ მატჩს დორტმუნდის ბორუსიასთან გამართავს
“დინამო კიევმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქველმოქმედო მატჩების სერიაში გუნდი გერმანიაშიც გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩებს საინფორმაციო დანიშნულება ექნება, რომლის მეშვეობითაც, მსოფლიოში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს უკრაინის ომის შესახებ. გარდა იმისა, რომ თამაშებიდან შემოსული თანხა რუსული აგრესიით დაზარალებული უკრაინელების დახმარებას მოხმარდება აქველმოქმედო ტურნეს ლოზუნგი “მატჩი მშვიდობისთვის! შეაჩერე ომი!”იქნება. “თეთრ-ლურჯების” ოფიციალური განცხადების თანახმად, […]
12 აპრილს დინამო კიევი საქველმოქმედო მატჩს გამართავს
უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მორიგი რაუნდის დაწყების შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონატის განახლება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. საშინელი მოვლენების ფონზე, უკრაინული გუნდები მაინც ცდილობენ ფეხბურთელებს ხელი შეუწყონ. კერძოდ, “კიევის დინამომ” თავისი სპორტული შტაბი რუმინეთში გადაიტანა, სადაც კიეველები საქველმოქმედო ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადებიან. ამ თამაშების ლოზუნგი ასეთია: “მატჩი მშვიდობისთვის! შეაჩერე ომი!” “თეთრ-ლურჯები” პირველად პოლონეთის მრავალგზის ჩემპიონთან – ვარშავის “ლეგიასთან” ითამაშებენ. […]
დემეტრაძე: “ძალიან სამწუხაროა ის რაც ჩემს მეორე სამშობლოში ხდება”
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი დემეტრაძემ სოციალურ ქსელში უკრაინელებს მიმართა. „ძვირფასო უკრაინელებო, მე ვარ გიორგი დემეტრაძე – ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თქვენს ქვეყანაში თამაშობდა და ცხოვრობდა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი მეორე სამშობლოა. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც თქვენს სამშობლოში ხდება. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ. დიდება უკრაინას!“ – ამბობს დემეტრაძე. შეგახსენებთ, […]
ურუგვაელი ფეხბურთელი: “უკრაინაში არასოდეს დავბრუნდები “
“დინამო კიევის” ვინგერი, კარლოს დე პენა ურუგვაიში ჩავიდა და ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინაში აღარასოდეს დაბრუნდება. „ძალიან რთული პერიოდის გავლა მომიწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა, უკრაინაში აღარასოდეს დავბრუნდები, ყველაფერი იქ დავტოვე, მაგრამ აღარ მჭირდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ოჯახთან და მეგობრებთან ახლოს ყოფნა. დიახ, “დინამოსთან” კონტრაქტი მაქვს, მაგრამ არ მაინტერესებს. იქ არ დავბრუნდები!“ – თქვა დე პენამ. […]
დინამო კიევი: ,,რუსო ჯარისკაცებო, идите нах*й!”
უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ,,დინამო კიევი” ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიმართ განცხადებას ავრცელებს: ,,რუსო ჯარისკაცებო! თუ უკრაინის ტერიტორიაზე ნამდვილად არიან ,,ბანდერელები” (უკრაინელი ნაციონალისტები, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ) და სხვა გამოგონილი პერსონაჟები ავადმყოფური პროპაგანდისტული ფანტაზიით, მაშინ ეს უკრაინის მთელი მოსახლეობის 100%-ია! აქ გასათავისუფლებელი არავინაა, შებრუნდით და идите нах*й! უკრაინა თავისუფალი […]
“დინამო კიევის” სლოვენიელმა ვინგერმა, ბენჟამინ ვერბიჩმა უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭირა და რუსეთის აგრესია დაგმო. “უკრაინელებო! უკრაინა! ჩვენ გელოდებით ევროკავშირში. გვჯერა თქვენი და თქვენი გამარჯვების. თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, რომ სიმართლისა და ღირსების გზა არ არის მარტივი, მაგრამ თქვენი ძალა და ერთიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს“, – წერს ვერბიჩი სოციალურ ქსელში შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში […]