ასტანას მწვრთნელი: “დინამოს ძალები კარგად გავაანალიზეთ და მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ექნება”
“დინამო თბილისის” წინააღმდეგ გასამართი 2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, “ასტანას” მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთულ მატჩს ველით. ჩავატარეთ მეტოქის სერიოზული და ღრმა ანალიზი, მეტოქის, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს სუპერთასი მოიგო. მაგრამ ამავდროულად სახლში ვთამაშობთ, ქალაქში აჟიოტაჟია, ამიტომ, ხვალ მეტოქეებს არ შევუქმნით ყველაზე სასიამოვნო ატმოსფეროს. შანსები […]
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ასტანასთან მატჩში ამინდის და მოედნის საფრისგან დაბრკოლებას ველით”
2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ასტანასთან” გასამართი შეხვედრის წინ, “დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ყაზახეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერ გუნდთან ვთამაშობთ. მეტოქეს ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელები, ბევრი მათგანი თამაშობს ან ადრეც უთამაშია თავისი ქვეყნის ნაკრებებში. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, “დინამოში” არის მიკროტრავმები. მთავარი დანაკლისი თორნიკე კირკიტაძის […]
დინამო თბილისს ასტანასთან მატჩში 3 ფეხბურთელი დააკლდება
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო თბილისი” 2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას დანაკლისით შეხვდება. შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში თბილისელთა მეტოქე ყაზახური “ასტანა” იქნება, რომელსაც ქართული გუნდი ჯერ სტუმრად, შემდეგ კი საშინაო კედლებში დაუპირისპირდება. სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრისთვის “დინამო თბილისი” ყაზახეთში დანაკლისით ჩავიდა – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ტრავმის გამო თორნიკე კირკიტაძე, ზორან მარუშიჩი და […]
ლუკა გადრანი: “ნებისმიერმა შეცდომამ შეიძლება დინამოსა და ასტანას მატჩის ბედი გადაწყვიტოს”
2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით “დინამო თბილისის” მიერ “ასტანასთან” გასამართი შეხვედრის წინ, ქართველმა მცველმა, ლუკა გადრანმა, რომელიც ყაზახური “აქტობეს” წევრია, მოახლოებული დუელის შესახებ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. “ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი მაღალი დონისაა. პირველი თამაში “დინამოსთვის” რთული იქნება, რადგან ისინი ხელოვნურ მოედანზე ითამაშებენ. “ასტანას” ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, “დინამო” კი ნიჭიერი ახალგაზრდებით […]
თემურ ჩოგაძე: “ასტანა – დინამოს წყვილში ფავორიტს ვერ დავასახელებ – საინტერესო დუელი გველის”
2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, რომელშიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” ყაზახეთის ჩემპიონატის ოქროსმედალოსანს, “ასტანას” უნდა დაუპირისპირდეს, ყაზახურმა მედიამ ქართველ ლეგიონერთან, ყარაღანდის “შახტიორის” შემტევ ნახევარმცველთან, თემურ ჩოგაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. “ძალიან საინტერესო მატჩი გველის. ვფიქრობ, რომ ამ წყვილში ორივე გუნდის შანსები თანაბარია. გახდება თუ არა ხელოვნური მოედანი “ასტანა არენაზე” გადამწყვეტი ფაქტორი? […]
ყაზახეთის ნაკრების ვეტერანი: “დინამო არასტაბილურად თამაშობს და ასტანას მათი დამარცხება შეუძლია”
ყაზახეთის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, პაველ ევტეევმა 2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, რომელშიც “დინამო თბილისი” და “ასტანა” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, კომენტარი გააკეთა და ქართველი მეტოქის შესახებ ისაუბრა. “მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ჩემპიონმა საშინაო მატჩი “ასტანა არენაზე” უნდა მოიგოს. “დინამოს” ბოლო თამაშებს ვუყურე, არასტაბილურად თამაშობენ. საქართველოს სუპერთასის მოგება მხოლოდ პენალტების სერიაში შეძლეს, ეროვნულ ჩემპიონატში […]
ჩემპიონთა ლიგის წინ: დინამო თბილისმა ორი ლეგიონერი დაიმატა
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, “დინამო თბილისმა” ორი ლეგიონერი დაიმატა. საქართველოს მოქმედ ჩემპიონს 2 ახალწვეული ჰყავს: კოტ-დ’ივუარელი გარემარბი, 21 წლის მუსა სანგარე და 20 წლის კამერუნელი ნახევარმცველი იოზეფ იენჯოკი. ამ ორივე ფეხბურთელთან საქართველოს 19-გზის ჩემპიონმა 2+2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “დინამო თბილისი” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 ივლისს ითამაშებს და ყაზახეთის ჩემპიონ “ასტანას” […]
ანდრეს კარასკო: “ხვიჩა კვარაცხელიას არსებული დონის შესანარჩუნებლად საჭირო მენტალური თვისებები აქვს”
“დინამო თბილისის” აკადემიის დირექტორმა, ესპანელმა ანდრეს კარასკომ, “დინამოს” აკადემიის შენების პროცესის და ასევე საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიურ მედია საშუალება Calcionapoli24-თან ისაუბრა და მისი პირველი ნაბიჯები გაიხსენა. “ბარსელონაში” 13 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. შემდეგ საქართველოდან მივიღე შემოთავაზება, რომელიც ახალი პროექტის, კონკრეტულად კი ახალგაზრდული აკადემიის მშენებლობას ისახავდა მიზნად. თავდაპირველად საკმაოდ ბევრ სირთულეს შევეჭიდეთ. […]
ლევან კუტალია კარიერას ალაშკერტში გააგრძელებს
გამოცდილი ქართველი თავდამსხმელი, ლევან კუტალია საკლუბო კარიერას სომხურ “ალაშკერტში” გააგრძელებს. 33 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს 2023 წლის 7 ივლისს შეუერთდა – ამის შესახებ მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გამოაცხადა. ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა, 2019 წელს კი 20 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მას “დინამო თბილისის”, ქუთაისის “ტორპედოს”, ქობულეთის […]
პორტუგალიური მედია: “იჯარა და გამოსყიდვის უფლება – აბუაშვილის დამატება თურქულ კლუბს სურს”
პორტუგალიური მედია ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელის, გიორგი აბუაშვილის კარიერული მომავლის შესახებ წერს და ამბობს, რომ მან შესაძლოა თურქეთის სუპერლიგაში ითამაშოს. 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც პორტუგალიური “პორტუს” B გუნდში თამაშობს, თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენელი “ალანიასპორის” ინტერესის ობიექტია. “იმის გათვალისწინებით, რომ წინა სეზონში “პორტუ B-მ” აბუაშვილი მხოლოდ 7-ჯერ გამოიყენა, დიდი შანსია, რომ ახალი სეზონიდან მან შანსი თურქეთის სუპერ […]
“დინამო თბილისის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი ინგლისის ჩემპიონშიფში დაბრუნდა და “შეფილდ უედნსდეის” მთავარი მწვრთნელი გახდა. 42 წლის სპეციალისტმა ინგლისის ერთ-ერთი ისტორიული და ტიტულოვანი კლუბი ჩაიბარა და საქმიანობას დაუყოვნებლივ შეუდგება, როგორც ამას თავად კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. We are delighted to welcome Xisco Muñoz as our new first team manager 🇪🇸 Welcome to Hillsborough, Xisco! 🦉#swfc […]
ოფიციალურად: გიორგი ლორია დინამო თბილისში დაბრუნდა
ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ და კვიპროსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ოფიციალურად დადასტურდა – გიორგი ლორია “დინამო თბილისში” დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის მშობლიურ კლუბში დაბრუნებას ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა საინტერესო პოსტი მიუძღვნა. “ლურჯ-თეთრებმა” გიორგი ლორიას დაფარული ვიდეო გამოაქვეყნეს, წარწერით – “გამოიცანით, ვინ დაბრუნდა”. კარიერის განმავლობაში გიორგი ლორია კრეტას “ოფის”, “ოლიმპიაკოსის”, “კრილია სოვეტოვის”, […]