1990 წლის მარტი. თბილისის ქუჩები გაზაფხულის ყვავილობის ნაცვლად სისხლის სუნითაა გაჟღენთილი. ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამს იმ გზაზე, სადაც კიდევ ბევრი სისხლი, ომი, შიმშილი თუ განუკითხაობა ელის. ნელ-ნელა, ახალშობილივით სწავლობს პირველ აუცილებელ ნაბიჯებს. და აი, დგება დღე, რომელსაც მათი წინაპრები წლების განმავლობაში რუდუნებით ელოდნენ, დღე რომელმაც გამოუცდელი, შეციებული და შეშინებული ხალხის გულებში ჭეშმარიტი გაზაფხულის ნაპერწკალი გააღვივა […]