საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან ყენიამ კარიერა დაასრულა და ახალ ამპლუაში გადაინაცვლა. ამიერიდან, ერთ დროს ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი მწვრთნელი იქნება, თანაც 30 წლის ასაკში. გელზენკირხენის “შალკეს” ყოფილმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ გერმანიიდან, კონკრეტულად კი მეოთხე ბუნდესლიგის ბინადარი “უერდინგენიდან” დაიწყო, სადაც მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ იმუშავებს. ლევან ყენია “უერდინგენში” საფეხბურთო კარიერის ბოლოს, 2020 წელს […]