დრეიმონდ გრინის არასპორტული საქციელი და გაძევება | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის შეხვედრაში, “საკრამენტოსა” და “გოლდენ სტეიტის” დაპირისპირება შედგა. საკრამენტოში, “Golden 1 Center”-ში გამართული სანახაობრივი მატჩი “კინგსის” გამარჯვებით 114:106 დასრულდა. მე-4 პერიოდში დრეიმონდ გრინი არასპორტული საქციელის გამო კორტიდან გააძევეს. ერთ-ერთ ეპიზოდში პარკეტზე დაცემულმა დომანტას საბონისმა გრინს ფეხი დაუჭირა, რის შემდეგაც “გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავმა ფეხი უხეშად გაითავისუფლა და საბონისი “გადათელა”. აღსანიშნავია, რომ საბონისთან […]
საბონისი საკრამენტოში | იზრდება თუ არა გოგა ბითაძის შანსები
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, გუნდებს შორის რამდენიმე ცვლილება შედგა. ქართული კალათბურთისთვის მნიშვნელოვანი რამ მოხდა, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა”, ქართველი კალათბურთელის უშუალო კონკურენტი, დომანტას საბონისი გაცვალა. ლიეტუველი კალათბურთელი “საკრამენტო კინგსში” გაუშვეს, რაც ერთი შეხედვით გოგას წისქვილზე წყალს ასხამს, თუმცა ინდიანაპოლისელებმა სანაცვლოდ ბადი ჰილდი, ტაირის ჰელიბარტონი და ტრისტან ტომპსონი მიიღეს. უნდა აღინიშნოს, რომ “ინდიანას” მხრიდან “საკრამენტომ” საბონისთან ერთად, […]
შანსი ბითაძეს? ტერნერით არაერთი გუნდი დაინტერესდა
ამერიკულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მაილს ტერნერით NBA-ის რამდენიმე გუნდი ინტერესდება. “ინდიანა პეისერსის” 24 წლის ცენტრის გაცვლის სურვილი “ლეიკერსმა”, “ნიქსმა”, “ნიუ ორლეანსმა” და “კლიპერსმა” გამოთქვეს. როგორც მოგეხსენებათ, ტერნერი გოგა ბითაძის მთავარი კონკურენტია. სწორედ მაილსი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ეძლევა ახალგაზრდა ქართველს დიდი სათამაშო დრო. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ […]
ALL-STAR 2021: სქილების კონკურსი საბონისმა მოიგო (მიმოხილვა)
კევინ დურანტი ALL STAR-ის მატჩში ვერ ითამაშებს
ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ “ბრუკლინ ნეტსის” ფორვარდი კევინ დურანტი “ოლ სტარის” შეხვედრაში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს. კევინ დურანტი “ყველა ვარსკვლავის მატჩში” აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდის კაპიტანი უნდა ყოფილიყო, თუმცა მუხლის ტრავმის გამო ის პარკეტს 11 მარტამდე ვერ დაუბრუნდება და, შესაბამისად, “ოლ სტარის” მატჩსაც გამოტოვებს. “ბრუკლინ ნეტსის” განცხადებაში ნათქვამია: ” საკონტროლო მაგნიტორეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ კევინ […]
გოგა ბითაძე “ჩიკაგოსთან” სასტარტო ხუთეულში იქნება!
როგორც ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, დღეს გასამართ მატჩში სადაც “ინდიანა პეისერსი” “ჩიკაგო ბულსს” დაუპირისპირდება დომანტას საბონისი ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამის მიზეზი კი ფეხის კუნთის ტრავმაა. მთავარ მწვრთნელზე, ნეით მაკმილანზე დაყრდნობით სასტარტო ხუთეულში შეხვედრას 20 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე დაიწყებს. ინფორმაციას “ინდიანას” ოფიციალური ტვიტერი ავრცელებს. მატჩი თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება. Domantas Sabonis is OUT […]
ინდიანას ლიდერმა გოგა ბითაძე შეაქო
დღეს, გამთენიისას, “კლივლენდთან” მოგებული (112:95) შეხვედრა გოგა ბითაძისთვის ორმაგად წარმატებული გამოდგა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა NBA-ში სულ რაღაც მე-3 თამაში ჩაატარა და ორმაგ დუბლთანაც ახლოს იყო. გოგამ 25 წუთში 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება მოაგროვა. “ინდიანა პეისერსის” ლიდერმა, დომანტას საბონისმა მატჩის შემდეგ ბითაძე შეაქო. “გოგა ძალიან ნიჭიერია და მიხარია, რომ ის ჩვენთან ერთადაა. ბითაძე […]
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – დღე VI (ვიდეო)
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი ძალიან საინტერესოდ დასრულდა. დაფიქსირდა დიდი სენსაცია, თურქეთმა ჩეხეთთან წააგო და ტურნირი ნაადრევად დატოვა, გაჭირვებით გაიმარჯვა საბერძნეთმა ახალი ზელანდიის წინაააღმდეგ, ხოლო ავსტრალიისა და ლიეტუვის შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა. E ჯგუფი მიმდინარე ჩემპიონატის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა თურქეთისა და ჩეხეთის მატჩში. თურქებმა რომლებმაც ორიოდ დღის წინ კინაღამ აშშ დაამარცხეს […]
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – დღე IV (ვიდეო)
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე რიგით მეოთხე და უდავოდ ყველაზე საინტერესო დღე მიილია. დღევანდელ მატჩებს არ აკლდა დაძაბულობა, ვიხილეთ ერთი სენსაცია, ერთი მინი-სენსაცია და თურქეთის ნაკრებსაც ცოტა დააკლდა დიდი სენსაციის მოხდენამდე. მაშ ასე, მივყვეთ დეტალურად: E ჯგუფი ჩეხებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს იაპონიის ნაკრებთან და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს – 89:76. ევროპელებს ამ მატჩში გამარჯვება ფლეი-ოფისთვის ბრძოლის […]
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – დღე II (ვიდეო)
ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე ძალიან საინტერესო გამოდგა. საქმეში აშშ, ლიტვა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი და ავსტრალია ჩაერთვნენ. E ჯგუფი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონატის ნომერ პირველმა ფავორიტმა, აშშ-მ, თუმცა ქება ეკუთვნის ჩეხეთის ნაკრებსაც, რომელიც მრისხანე მეტოქეს არ შეუშინდა და დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდა გაქცევის საშუალებას. პირველი მეოთხედის შუაწელში ჩეხები ამარცხებდნენ კიდევ ამერიკელებს, მაგრამ […]