დომინიკ კალვერტ-ლუინის შედეგი
Squaward football- მა ტვიტერზე დაწერა : დომინიკ კალვერტ-ლუინი პირველი ინგლისელი მოთამაშეა ფრენსის ჯეფერსის შემდეგ, რომელმაც პრემიერ ლიგაში “ევერტონის” მაისურით ზედიზედ 4 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. მანამდე ეს მხოლოდ ფრენსის ჯეფერსმა შეძლო 2000 წლის სექტემბერში. წლევანდელ სეზონში კალვერტ-ლუინი ნამდვილად შთამბეჭდავ თამაშ გვთავაზობს. “ბრაიტონის” კარში გატანილი გოლი მისთვის უკვე მეექვსეა.
ჟოზემ პირველად წააგო – განსაკუთრებულს კარიერაში ასეთი რამ არასდროს მოსვლია
პრემიერლიგის პირველ ტურში, “ტოტენჰემი” საშინაო არენაზე “ევერტონთან” – 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის კარიერაში სეზონის გახსნითი პირველი შეხვედრა იყო, რომელშიც მარცხი განიცადა. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა გუნდებმა 18 სეზონში 11-ჯერ იმარჯვეს და 7 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე, ლუკა დინის მიერ ჩაწოდებული საჯარიმოდან დომინიკ კალვერტ-ლუინის თავური […]