‘მისი დონე გუნდისას ჩამოუვარდება’ – ხოჭოლავამ შესაძლოა შახტარი დატოვოს
უკრაინული მედია იმ ხუთი ფეხბურთელის სიას აქვეყნებს, რომელმაც შესაძლოა დონეცკის “შახტარი” ახლო მომავალში დატოვოს. გასაკვირია, თუმცა, მოკლე ნუსხაში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავაც მოხვდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის საუკეთესო კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. “რა თქმა უნდა ქართველი ფეხბურთელის ამ სიაში ნახვა ბევრს გაუკვირდება. უფრო მეტიც, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, […]
რა შეფასება მიიღო ხოჭოლავამ ინტერთან მატჩში?
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი დონეცკის “შატხარის” ძირითად შემადგენლობაში იყო და მილანის “ინტერის” წინააღმდეგ კიევში, ფრედ დასრულებულ (0:0) შეხვედრაში 62 წუთი ითამაშა. როგორც მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, 27 წლის მცველს პერსონალურად რომელუ ლუკაკუს მეურვეობა ევალებოდა და შეიძლება ითქვას მისიას თავი კარგადაც გაართვა […]