უეფამ გიორბელიძის საოცარი მომენტი გაიხსენა – ქართველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვო – 2:1 დაამარცხა. “ჯვაროსნების” მხრიდან გოლები თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს. მატჩის ერთ-ერთი საკვანძო მოენტი გურამ გიორბელიძის საოცარი ქმედება იყო, როცა საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა ბურთი ფაქტობრივად ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა. აღნიშნული მომენტი უეფას ევრო 2024-ის ოფიციალურმა გვერდმა გაიხსენა და სოცაილურ ქსელში შემდეგი წარწერა დაურთო: […]
ოფიციალურად: გიორბელიძე დრეზდენის დინამოს ფეხბურთელია
ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გურამ გიორბელიძე კარიერას დრეზდენის “დინამოში” გააგრძელებს. ქართველი მარცხენა მცველი მე-2 ბუნდესლიგის გუნდს იჯარით შეუერთდა. დრეზდენელთა ოფიციალური განცხადების თანახმად, გურამი “დინამოში” 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. გიორბელიძე გერმანულ კლუბში “ვოლფსბერგიდან” გადავიდა. შეგახსენებთ, რომ ავსტრიელთა რიგებს საქართველოს ნაკრების წევრი 2019 წელს, გორის “დილადან” შეუერთდა. ცნობილია, რომ გურამ გიორბელიძე “დინამო დრეზდენში” 2-ნომრიანი მაისურით […]
ურთულესი მისია დრეზდენის დინამოს – 18 დღეში 7 მატჩი
ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის განახლებამდე 2 დღით ადრე, ბუნდესლიგა 2-ის ბოლოადგილოსანს დრეზდენის “დინამოს” 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა, შესაბამისად კლუბი და მთლიანი სტაფი კარანტინში გადავიდა. კარანტინის დასრულების შემდეგ, ისინი პირველ მატჩს ბუნდესლიგა 2-ში 31 მაისს, შინ “შტუტგარტის” წინააღმდეგ გამართავენ. ივნისის თვეში კი დრეზდენის “დინამოს” ურთულესი პერიოდი ელოდება, რადგან მათ 18 დღის განმავლობაში 7 მატჩის ჩატარება მოუწევთ.