16 სექტემბერს, სერია ა-ს მე-4 ტურში, ტურინის “იუვენტუსმა” – “სასულოს” უმასპინძლა და 2-1 გაიმარჯვა. მატჩის 61-ე წუთზე მოედანზე დუგლას კოშტა გამოვიდა. ბრაზილიელმა შემტევმა, 91 წუთზე სტუმართა გუნდის ფეხბურთელი ჯერ წააქცია, შემდეგ კი სახეში იდაყვი ჩაარტყა, რის გამოც მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა. მატჩის 94 წუთზე კი, კოშტამ სტუმართა ფეხბურთელს შეაფურთხა. კოშტას ქმედება უყურადღებოდ არ დარჩენია […]