ლაშა ტალახაძე 2022 წლის საუკეთესო ძალოსანია
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომლის გახსნითი ცერემოანილი დღეს გაიმართა. სწორედ აქ გადასცეს ლაშა ტალახაძეს 2022 წლის საუკეთესო ძალოსანის ტიტული. აღსანიშნავია, რომ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფორმატი შეიცვალა და გამარჯვებული არა გულშემატკივრებმა, არამედ სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ სომხეთში ევროპის პირველობას სტარტი 16 აპრილს აიღებს.
ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედლები მოიპოვა. +109 კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა ტალახაძემ ჩემპიონობა ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მეექვსედ მოიპოვა. ლაშამ მიმდინარე ტურნირზე, ატაცში 215 კგ, ხოლო აკვრაში 251 კგ. დააფიქსირა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. ორჭიდის ჯამში, ლაშამ 466 კგ. დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მეექვსედ იზეიმა. კოლუმბიაში გამართულ […]
ლაშა ტალახაძის პროგრესი 2010-2021 | VIDEO
“ლაშა ტალახაძეს უნდა ვაჯობო…” – 18 წლის ირანელი ძალოსანი
18 წლის ირანელმა ძალოსანმა – ალირეზა იუსეფიმ, Tehran Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერაში დიდი მწვერვალების დაპყრობა უნდა და სურს, რომ ლაშა ტალახაძეს აჯობოს. 18 წლის ირანელმა ძალოსანმა 2021 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა, მსოფლიო რეკორდი მოხსნა, კერძოდ კი მან მისი თანამემამულის ალი დავოუდის (237 კგ) აჯობა. ირანელმა ძალოსანმა 2021 წლის მსოფლიო […]
ლაშა ტალახაძე მორიგი მსოფლიო ჩემპიონობისკენ ტაქსით მიემართება | PHOTO
დღეს, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით შეჯიბრზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ-რეკორდსმენი, მსოფლიოს 3-გზის უძლიერესი ძალოსანი – ლაშა ტალახაძე კვლავ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ტალახაძე ტაშკენტში, სასტუმროდან დარბაზისკენ ტაქსით გაეშურა, რათა კიდევ ერთხელ და კარიერაში მეხუთედ დაეუფლოს მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულს. ამ სახალისო ფოტოს ლაშა ტალახაძისა და საქართველოს ძალოსანთა ეროვნული […]
ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიადის წინასწარ პროგრამაში არ შეიტანეს
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა სპორტის სახეობების სია, რომლებიც 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე იქნება წარმოდგენილი. წინასწარ სიაში არ არის სამი უძველესი სახეობა: ძალოსნობა, კრივი და პენტატლონი. როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ამ სამი სახეობის ოლიმპიადის პროგრამაში შეტანა კიდევ არაერთხელ იქნება განხილული. აქვე მოგახსენებთ, რომ 2028 წლის ლოს […]
3 ოქროს მედალი და რეკორდები – მარიამ მურღვლიანის ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე
ძალოსნობაში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მარიამ მურღვლიანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა. 15 წლის სპორტსმენმა ატაცში 85, ხოლო აკვრაში – 105 კილოგრამი დააფიქსირა. მარიამმა ორივე შემთხვევაში რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მურღვლიანმა ვერცხლის მედლის მფლობელს 6, ხოლო მესამე ადგილზე გასულს – 21 კილოგრამით აჯობა.
ტოკიოში დამყარებული ყველა რეკორდი: ოციდან სამი საქართველოს ეკუთვნის
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დასრულდა, რომლის საერთო გუნდურ ჩათვლაშიც დრამატულად, ბოლოს მოპოვებული ოქროს მედლის დამსახურებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გადაუსწრო და 39 ოქროს, 41 ვერცხლის და 33 ბრინჯაოს მედლის შედეგად პირველი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას, რომელსაც იაპონიის დედაქალაქში 34 სპორტსმენი წარმოადგენდა, მათ ისტორიაში სარეკორდო 8 მედალი (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 […]
პარიზის ოლიმპიადიდან შესაძლოა ძალოსნობა ამოიღონ
ძალოსნობას პარიზის 2024 წლის ოლიმპიადიდან მოხსნა ემუქრება. დღეს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) მორიგ სესიაზე მიიღეს დებულება, რომლის თანახმადაც, ოლიმპიადიდან სპორტის სახეობის ამოღება ნებისმიერ დროს, შეთანხმების გარეშე იქნება შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაძლოა, სწორედ ძალოსნობის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. სოკ-ს დიდი ხანია უთანხმოება აქვს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციასთან. ამის მიზეზი სპორტსმენების მიერ დოპინგის ძალიან გახშირებული მიღებაა. აღნიშნული პრობლემა დიდი […]
ტოკიოს ოლიმპიადა | ქართველი სპორტსმენების განრიგი 25 ივლისს
ტოკიოს ოლიმპიადაზე, პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის დასრულდებულია. საქართველოს ნაკრების სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობდა: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო); ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი); სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა); ესკერხან მადიევი (კრივი) და ირაკლი რევიშვილი (ცურვა). ლუხუმ ჩხვიმიანი, ირაკლი რევიშვილი და სანდრო ბაზაძესთვის ოლიმპიადა უმედლოდ დასრულდა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი მეტოქე – კარბალეს ბაენა 2 სეტში 6:3; 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე, […]
ლაშა ტალახაძის ოთახი ტოკიოში (PHOTO)
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალისთვის ემზადება. გახსნამდე კი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი – გიორგი ჭინჭარაული, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ლაშა ტალახაძის ოთახის ფოტოს, სადაც ჩანს, რომ ტალახაძეს სალოცავი კუთხე აქვს მოწყობილი. ასეთი ფოტო ადრეც გვაქვს ნანახი, სადაც შეჯიბრის წინ ლაშა ტალახაძე ხატებთან დგას და ლოცულობს. ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიადაში 4 აგვისტოს 14:50 საათიდან ჩაერთვება.
იაპონიაში დაკარგული უგანდელი ძალოსანი იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული უგანდელი ძალოსანი – იულიუს სეკიტოლეკო, იაპონიის პოლიციას ჩაბარდა. უგანდელი ძალოსანი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე საასპარეზოდ ლიცენზია ვერ მოიპოვა, რამდენიმ დღის წინ გაუჩინარდა. იულიუს სეკიტოლეკო გაუჩინარებულად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც გაირკვა, რომ იგი უგანდის დელეგაციასთან ერთად აღარ იმყოფებოდა. 16 ივლისს, წარმომადგენლებმა პოლიციას 20 წლის უგანდელი ძალოსანის – იულიუს სეკიტოლეკოს გაუჩინარების შესახებ […]