კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა. 109 კგ. წონით კატეგორიაში, გიორგი ჩხეიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და საქართველოს ნაკრებს 2 ვერცხლის მედალი შესძინა. ბოგოტაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩხეიძემ ატაცში 170 კგ, ხოლო აკვრაში 219 კგ-ი დააფიქსირა, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და ქართველი ძალოსანი ვერცხლს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში, ჩხეიძემ […]