ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონობის ტიტული შეინარჩუნა და თანაც, 3 ახალი მსოფლიო რეკორდით! ქართველმა ძალოსანმა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ჩემპიონატზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ ყველას აჯობა, ისევ საკმაოდ მარტივად და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეხუთედ მოიპოვა! ტალახაძემ სამი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა: ლაშამ ატაცში ისტორიული 225 კგ დააფიქსირა. ამით მან თავისივე მიღწევა გააუმჯობესა (ტოკიოს ოლიმპიადაზე ატაცში […]