საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ძირითადი ბირთვი შეკრებას იაპონიაში გადის. იაპონიაში საერთო წვრთნაში საქართველოს გარდა, იაპონიის, აზერბაიჯანის, გერმანიისა და ისრაელის ნაკრებები არიან ჩართულნი. ქართველი ძიუდოისტები წვრთნას 10 მარტამდე გააგრძელებენ, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდებიან და თბილისის გრანდ სლემისთვის მოემზადებიან. ქართველი ძიუდოისტები, რომლებიც იაპონიაში საერთო წვრთნაში მონაწილეობენ: ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, საბა ინანეიშვილი, ილია სულამანიძე, ლაშა ბექაური, გურამ თუშიშვილი, […]