ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი – დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა, მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ხახალეიშვილი ქართული ძიუდოს ლეგენდა იყო. იგი იყო მსოფლიოს ორგზის მეორე (1991, 1993) და ორგზის მესამე (1993, 1995) პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993, +95 […]