7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობს. 12 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 100, ქალებიდან კი 78 კგ წონითი კატეგორიები გამოვიდნენ, შესაბამისად საქართველოს ნაკრების ღირსებას ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი იცავდნენ. სამწუხაროდ ვარლამ ლიპარტელიანი მეორე ეტაპზე დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ მოერედ, უმედლო დაასრულა. რაც შეეხება ილია სულამანიძეს, 21 […]