სერბულ ნოვი სადში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის, პირველ დღეს ფინალისტების ვინაობა 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდა. 57 კგ. წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილი ნახევარფინალში რუს ამირხან გუვაჟაკოვთან მომგებიანი გდების უპირატესობით 4:4 დამარცხდა, ხვალ მისი მეტოქე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ და რუმინელ მოჭიდავეებს შორის გამარჯვებული იქნება. 65 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში სომეხ ვაზგენ […]