,,პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ედინსონ კავანიმ, განაცხადა, რომ 2017 წელს, ,,ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ, ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა: ,,პირველად ფსიქოლოგთან ,,ბარსელონას” ქამბექის შემდეგ მივედი. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ხუთ წუთში ყველაფერი შეიცვალა. ეს უდიდესი დარტყმაა, რომელსაც ვერ აკონტროლებ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთია, შენი პიროვნების სხვა ნაწილსაც ეხება. ვნერვიულობდი, თავბრუსხვევას ვგრძნობდი, დაძინების მეშინოდა. გავიფიქრე, თავთან დაკავშირებული პრობლემა […]