ედვინ ვან დერ სარი ჰოსპიტალში გადაიყვანეს
ამსტერდამის “აიაქსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა- ედვინ ვან დერ სარი, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით ვეტერანი ნიდერლანდელი კიპერი საავადმყოფოში თავის ტვინის სისხლჩაქცევის გამო მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია “აიაქსის” ოფიცილურ ვებგვერდზე გავრცელდა. წყაროს მტკიცებით ვან დერ სარი რეანიმაციულ განყოფილებაშია, თუმცა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ვან დერ სარი “აიაქსის” კარს 1990-99 წლებში იცავდა და ნიდერლანდების ფლაგმან კლუბთან ერთად არაერთ ტიტულს […]
11 წლის შემდეგ: ვან დერ სარმა ამსტერდამის აიაქსი დატოვა
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მეკარემ, ედვინ ვან დერ სარმა, ამსტერდამის აიაქსის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა. თითქმის 11 წლის შემდეგ, რომელიც ვეტერანმა გოლკიპერმა კლუბის აღმასრულებელ საბჭოში გაატარა, გადაწყვიტა, რომ ნიდერლანდების ყველაზე ტიტულოვან კლუბს დაემშვიდობოს. 52 წლის მენეჯერი, კოლეგებს მოვალეობის შესრულების უფლებას 2023 წლის 1 ივნისიდან გადასცემს, მიუხედავად იმისა, რომ სამეთვალყურეო საბჭომ ედვინს სთხოვა, თანამდებობაზე 1 აგვისტომდე დარჩენილიყო. “თითქმის […]
მარკ ოვერმარსი თანამშრომელ ქალებთან შეურაცხმყოფელი მიმოწერისთვის გაათავისუფლეს
მარკ ოვერმარსი “აიაქსის” ქალ თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს სისტემატურად უგზავნიდა “ვერ გავაანალიზე, რომ ამით ზღვარს ვკვეთდი” ამსტერდამის “აიაქსის” სპორტული დირექტორი – მარკ ოვერმარსი, თანამშრომელ ქალებთან შეურაცხმყოფელი მიმოწერისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ნიდერლანდების ჩემპიონის აწ უკვე ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა საჯარო ბოდიში მოიხადა და კოლეგებისათვის შექმნილი დისკომფორტისთვის სინანული გამოხატა. “სამწუხაროდ, ვერ გავაანალიზე, რომ ამით ზღვარს ვკვეთდი – უკანასკნელ დღეებში ყველაფერი […]
ბუფონი, კასილასი და სხვები – 21-ე საუკუნის ტოპ 20 მეკარე გამოვლინდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მა 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2001-დან 2020 წლამდე საუკეთესო გოლკიპერად ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც უკან მადრიდის “რეალის” და “პორტუს” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი მოიტოვა. სამეული “ჩელსის” და “არსენალის” ვეტერანმა მეკარემ პეტრ ჩეხმა დახურა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა მოხვდნენ. […]
ვან დერ სარი – მანჩესტერის ძვირფასო ფანებო
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კიპერმა, ედვინ ვან დერ სარმა “წითელი ეშმაკების” ფანებს ემოციური წერილი მისწერა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ძვირფასო ფანებო, ვიმედოვნებ თავს კარგად გრძნობთ. როგორც ჩანს, ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთა. წლევანდელ სეზონში, ერთ-ერთი ჩვენგანი შემოგიერთდებათ. ისევე როგორც უამრავი სხვა ფეხბურთელი – ისიც ბავშვობიდან ჩვენთანაა. დებიუტიდან უმოკლედ დროში, იგი ჩვენს რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი […]
პატრის ევრამ საუკეთესო თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი დაასახელა
“მანჩესტერ იუნაიტედის,” “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ, თანაგუნდელებისგან დაკომპლექტებული საუკეთესო გუნდი დაასახელა. საინტერესოა, რომ 38 წლის ფრანგის გუნდში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. ევრამ გუნდს მიღმა უეინ რუნი, ნემანია ვიდიჩი და მაიკლ კერიკი დატოვა. ყველაზე დიდი კამათი კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჯორჯო კიელინის განმწესებამ გამოიწვია. მეკარე – ედვინ ვან დერ სარი ჯანლუიჯი […]
ვან დერ სარი ჩემპიონთა ლიგის ფორმატით უკმაყოფილოა და UEFA-ს აკრიტიკებს
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მეკარემ და “აიაქსის” სპორტულმა დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა UEFA გააკრიტიკა.
ვან დერ სარი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნოს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარის, ედვინ ვან დერ საარის განცხადებით, იგი შეიძლება “ოლდ ტრაფორდს” გუნდის ტექნიკური დირექტორის პოსტზე დაუბრუნდეს. აღნიშნული განცხადება მან The Times-თან საუბრისას გააკეთა. ჰოლანდიელი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2005-2011 წლებში თამაშობდა – ამ პერიოდში მან პრემიერ ლიგა 4-ჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვაც შეძლო. შესაბამისად, მას “წითელ ეშმაკებთან” დიდი ისტორია აკავშირებს. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, […]