მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ყატარის ნაკრები ეკვადორთან 0:2 დამარცხდა. სამხრეთამერიკელებმა ენერ ვალენსიას დუბლით იმარჯვეს. მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა – მუნდიალის მასპინძელმა ქვეყანამ ტურნირის გახსნით შეხვედრაში პირველად წააგო. აქამდე მასპინძელთა ანგარიშზე 16 მოგება და 6 ფრე იყო. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი პენალტიდან პირველად გავიდა. ყატარი მომდევნო მატჩს 25 ნოემბერს, სენეგალის წინააღმდეგ გამართავს, ეკვადორი […]