ლა ლიგის 29-ე ტურში “ვალენსიამ” სტუმრად “ელჩე” 0:1 დაამარცხა. “ღამურების” რიგებში კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც გოლი არ გაუშვა. “ელჩესთან” წარმატებული შედეგით, 21 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ 12 მატჩში მე-6 მშრალი თამაში მიითვალა. გიორგიმ “ელჩეს” წინააღმდეგ ბურთი ორჯერ მოიგერია. მამარდაშვილს 67-ე წუთზე გაუტანეს, თუმცა VAR-მა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. […]