საფრანგეთის პრეზიდენტმა მბაპეს გამხნევება სცადა | VIDEO
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინისა და საფრანგეთის დრამატული დაპირისპირება ვიხილეთ. გამარჯვებულის გამოასვლენად დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმები არგენტინელებმა უკეთ შეასრულეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ. კილიან მბაპემ ფენომენალური მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი გარჯა ამაო აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ, მარცხისგან განადგურებული ვარსკვლავის დამშვიდება საფრანგეთის პრეზიდენტმა – ემანუელ მაკრონმა სცადა.
“ამ გუნდით ვამაყობ” – მაკრონი დეშამს მხარდაჭერას უცხადებს
საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი, დიდიე დეშამს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ სპეციალისტს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. “ლე ბლე” მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. დეშამის კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწურება. მაკრონი მწვრთნელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს. მუნდიალის 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, საფრანგეთმა მაროკოს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინას დაუპირისპირდება. ნახევარფინალურ […]
მბაპე: “მაკრონს ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია”
კილიან მბაპემ განაცხადა, რომ “პსჟს”-თან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაზე საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს გავლენა არ მოუხდენია. „ბევრი ვისაუბრე პრეზიდენტთან. მას სურდა, რომ “პსჟ”-ში დავრჩენილიყავი. ვხვდები, რომ ფეხბურთი შეიცვალა და ახლა მას საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რაც ძალიან გაუხარდა. არა, მაკრონი ჩემს არჩევანში არ ჩარეულა. მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილება იმიტომ არ […]