ნანტმა ემილიანო სალა სამუდამოდ უკვდავყო
ფრანგულმა კლუბმა ემილიანო სალას ხსოვნას პატივი მიაგო. შეიძლება ითქვას, რომ “ნანტმა” ემილიანო სალა სამუდამოდ უკვდავყო. კლუბის მესვეურების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ფეხბურთელის საპატივსაცემოდ, “ნანტი” 9-ნომრიან მაისურს აუქმებს.
ემილიანო სალას დის სულისშემძვრელი განცხადება
არგენტინელი ფეხბურთელის გარშემო განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა სრულიად საფეხბურთო სამყარო შეძრა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ მაშველების მიერ თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან ამოყვანილი ცხედარი ემილიანო სალას ეკუთვნის. ტრაგიკული ამბის გაგების შემდეგ, ემილიანო სალას დამ Instagram-ზე სულისშემძვრელი და ემოციური პოსტი განათავსა. “სიცოცხლის ბოლომდე, შენი სული მუდმივად ჩემში იქნება. მიყვარხარ ტიტო”, – აღნიშნულია ემილიანო სალას დის პოსტში.
ემილიანო სალა 1990-2019
ბრიტანელი სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაშველების მიერ წყლიდან ამოყვანილი ცხედარი ემილიანო სალას ეკუთვნის. დორსეტის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობეს ემილიანო სალას ოჯახს. “პორტლენდის პორტში 2019 წლის 7 თებერვალს გადმოსვენებული ცხედარი იდენტიფიცირებულია. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ დადასტურდა, რომ მაშველებმა წყლიდან ემილიანო სალას ცხედარი ამოიყვანეს.” “ემილიანო სალასა და პილოტის, დევიდ იბოტსონის ოჯახის წევრებს უკვე ეცნობათ […]
ნანტმა ემილიანო სალა კიდევ ერთხელ დააფასა
ემილიანო სალას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. მისმა ყოფილმა კლუბმა, გატანილი გოლი სალას მიუძღვნა. “ნანტი” – “ტულუზას” მატჩის მე-9 წუთზე, “ნანტის” ფეხბურთელმა სტუმარი გუნდის კარი აიღო – ტაბლოზე პატივისცემის ნიშნად, “ნანტის” ყოფილი ცხრიანის, ემილიანო სალას ფოტო განთავსდა.
ემილიანო სალას საკუთარი ძაღლი სახლის კართან ელოდება (ფოტო)
ემილიანო სალას ძაღლი პატრონს სახლის კართან ელოდება. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო სალას დამ, რომანია სალამ Facebook-ზე გამოაქვეყნა. სალას ძაღლს ნალა ჰქვია. ემილიანო სალას დამ სოციალურ ქსელში ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “ნალაც გელოდება” შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალას თვითმფრინავი და მისი გვამი რამდენიმე დღის წინ წყლის ქვეშ აღმოაჩინეს.
სალას თვითმფრინავის ნამსხვრევებში მაშველებმა ცხედარი აღმოაჩინეს
სოციალურ ქსელებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევების პირველი ფოტო გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა თვითმფრინავის ნაწილებთან ერთად ცხედარიც აღმოაჩინეს. ამ წუთისათვის უცნობია აღმოჩენილი ცხედარი ემილიანო სალას ეკუთვნის თუ გარდაცვლილ პილოტს. წყაროს მტკიცებით, სამძებრო სამუშაოები დასკვნით ფაზაში შედის.
ემიალიანო სალას მამის ემოციური განცხადება
სამძებრო-სამაშველო გემმა თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინა, რომლითაც ემილიანო სალა კარდიფში ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის აღმოჩენის მიუხედავად, ემილიანო სალასა და პილოტის, დეივ იბოტსონის ცხედრები ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ემოციური განცხადება გააკეთა ემილიანო სალას მამამ. “აგონიაში ვარ. ჯერ კიდევ არ მჯერა! ეს არის ყველაზე საშინელი კოშმარი”, – აღნიშნა ჰორაციო სალამ
სასწრაფოდ – ემილიანო სალას თვითმფრინავი ნაპოვნია!
ამ წუთებში ცნობილი გახდა რომ ორმა სამაშველო გემმა რომელიც ემილიანო სალას თვითმფრინავს ეძებდა საწადელს მიაღწია და ნამსხვრებები წყალში აღმოაჩინა. სამწუხაროდ ემილიანო სალა და პილოტი დევიდ იბოტსონი გარდაცვლილები არიან. შეგახსენებთ რომ სალას თვითმფრინავი 22 იანვარს დაიკარგა როდესაც ფეხბურთელი ნანტიდან თავის ახალ კლუბში “კარდიფში” მიფრინავდა.
კარდიფის მთავარმა მწვრთნელმა გამარჯვების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)
ყველაზე მძიმე კვირის შემდეგ მის მენეჯერულ კარიერაში, ნილ უორნოკის გუნდმა სახლში “ბორნმუთი” 2-0 დაამარცხა და 70 წლის ინგლისელმა მატჩის ბოლოს ცრემლები ვერ შეიკავა და ემოციურმა დატოვა “მილენიუმ სტეიდიუმი”. ეს იყო უელსელების პირველი თამაში საკუთარ მოედანზე, მას შემდეგ რაც 15 მილიონად შეძენილი ემილიანო სალა და პილოტი დეივ იბორსონი რადარებიდან გაქრნენ. რა თქმა უნდა, პირველი გოლი ბობი […]
კარდიფი – ბორნმუთის თამაშის დაწყებამდე ემილიანო სალას პატივი მიაგეს (ვიდეო)
კარდიფმა გოლი ემილიანო სალას მიუძღვნა (ვიდეო)
იანვრის ტოპ-10 ტრანსფერი
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე შესაძლოა კვლავ განხორციელდეს რამდენიმე გახმაურებული ტრანსფერი. ევროპული ფეხბურთის გრანდებმა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ საინტერესო გარიგებები განახორციელეს. გთავაზობთ იანვარში განხორციელებულ ტოპ-10 ტრანსფერს: 10) ბრაჰიმ დიაზი, “მანჩესტერ სიტი” – “რეალი” (£15.5 მილიონი)