ბრწყინვალე ენდი მარი
ენდი მარი: “პირობას ვდებ, რომ ჩემი სათამაშო დონე სულ უფრო გაუმჯობესდება”
დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საჩვენებელი სახის საჩოგბურთო ტურნირში მსოფლიო ჩოგბურთის გამორჩეული ფიგურა – ენდი მარი მონაწილეობს. ბრიტანელი ჩოგბურთელი 2019 წლის ნოემბრის შემდეგ კორტზე პირველად სწორედ აღნიშნულ ტურნირზე დაბრუნდა. მარიმ პირველ შეხვედრაში მარტივად, ანგარიშით – 6:2, 6:2 ლიამ ბროუდი დაამარცხა. რაც შეეხება გუშინდელ, 24 ივნისის, მატჩს, რომელიც მარისა და ედმუნდს შორის გაიმართა, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. კაილი […]
ენდი მარიმ უიმბლდონზე გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი ბრიტანელი ენდი მარი კორტზე დაბრუნებას უიმბლდონის ერთეულთა თანრიგში გეგმავდა. მოგეხსენებათ, მარიმ საკმაოდ რთული ქირურგიული ჩარევა გადაიტანა, რის შემდეგაც უამრავი ხმა დადიოდა ვიხილავდით თუ არა მას უიმბლდონზე – კომენტარს აკეთებდნენ მარის დედაც და ჩოგბურთის კრიტიკოსებიც, მათი აზრით ენდი უიმბლდონზე დაბრუნებას მოახერხებდა, თუმცა როგორც ჩანს პროგნოზი ვერ გამართლდება. გავლენიანმა უცხოურმა მედიაგამოცემამ, “Eurosport”-მა […]
5:0-დან მოგებული სეტი | ბასილაშვილის საოცარი ქამბექი უიმბლდონზე ენდი მარისთან
საქართველოს პირველმა და მსოფლიოს 28-ე ნომერი – ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის უიმბლდონზე პირველ მატჩს ატარებს, სადაც მისი მეტოქე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ამ ტურნირის ორგზის ჩემპიონი, ბრიტანელი – ენდი მარია. ნიკოლოზ ბასილაშვილი ორსეტიანი ჩამორჩენის შემდეგ, 5:0-დან მატჩში დაბრუნდა და სეტი მოიგო (2:1). ნოკოლოზ ბასილაშვილი მესამე სეტში 5:0-ს მარცხებოდა და ზედიზედ 7 გეიმის მოგება შეძლო, რითიც […]
ყველაზე დრამატული ჯოკოვიჩისა და მარის შეხვედრა (ვიდეო)
მარიმ პირს მორგანი ,,გამოიწვია”, ჟურნალისტმა ჩოგბურთელს უპასუხა
უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა, ენდი მარიმ, მექსიკასთან მატჩში ლეო მესის გოლის შემდეგ, ბრიტანელ ჟურნალისტს, პირს მორგანს, ტვიტერის პოსტით ,,დასცინა”. მორგანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კრიშტიანუ რონალდუსთან ინტერვიუ ჩაწერა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ პორტუგალიელს მიიჩნევს. მარიმ ტვიტერის პირად გვერდზე მესის ფოტო დადო, დაწერა ,,Oops” და პირს მორგანი მონიშნა: მარის პოსტზე ჟურნალისტის პასუხმაც არ დააყოვნა: ,,ვხვდები, რატომ […]
ენდი მარის ღირსეული საქციელი
მსოფლიოს საჩოგბურთო სამყაროსთვის კარგად ცნობილი ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარი კორტზე ბრუნდება, იგი ავსტრალიის ღია პირველობისათვის ემზადება. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვარჯიშზე ნოვაკ ჯოკოვიჩს ეთამაშებოდა, რომელთანაც საკმაოდ ცუდად მარცხდებოდა. ანგარიშით 6:1, 4:1-ზე მან მსოფლიოს ამჟამინდელ პირველ ნომერთან ვარჯიში შეწყვიტა. შეხვედრას გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საკუთარ სოციალურ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იგი საკუთარ უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავდა […]
ცინცინატის მასტერსზე ენდი მარის დიდი გამოწვევა ელის
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საჩოგბურთო სამყაროში ATP-ის ეგიდით ჩასატარებელი ტურნირები დაბრუნდა. ერთ-ერთი ტურნირი ცინცინატის მასტერსია, რომელშიც ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი მონაწილეობს. ჩოგბურთის მოყვარულებს თვალსაწიერიდან არ გამორჩენიათ მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი, ენდი მარი, რომლის მეორე რაუნდის მეტოქე თანამედროვე ჩოგბურთის მოწინავე მოთამაშე – ალექსანდრ ზვერევი იქნება. ცინცინატის მასტერსის მეორე რაუნდის სუპერ-დაპირისპირების ფავორიტად ექსპერტებმა ალექსანდრ ზვერევი მიიჩნიეს. აქვე უნდა აღინიშნოს, […]
სასწრაფოდ: ენდი მარი ჩოგბურთში ბრუნდება!
ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარი ჩოგბურთში ბრუნდება. ის ორ კვირაში წყვილთა თანრიგში იასპარეზებს “Fever-Tree Championships”-ზე დედოფლის კლუბში (QUEEN’S CLUB). 32 წლის მარის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ არ უასპარეზია, იანვარში ოპერაციაც კი გაიკეთა და სარეაბილიტაციო მომზადება დაიწყო. “BBC”-ის კორესპონდენტი რასელ ფიულერი ამბობს: “ის ჯერჯერობით ერთეულთა თანრიგისთვის მზად არაა, მაგრამ შესაძლოა ეს დასაწყისი იყოს. ის მხოლოდ ორი კვირაა […]
ენდი მარი: “ბასილაშვილი სათამაშო პრაქტიკის გარეშე დავამარცხე”
უიმბლდონის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ენდი მარის დაუპირისპირდა და 4 სეტში დამარცხდა. 34 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთელმა უიმბლდონზე 4 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი უიმბლდონის ორგზის გამარჯვებულის წინააღმდეგ საოცარ დაბრუნებასთან ახლოს იყო. მესამე სეტში 29 წლის ქართველი 0:5-ს აგებდა, თუმცა ზედიზედ 7 გეიმი მოიგო და თამაშში დარჩენა მოახერხა. ენდიმ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან […]
ენდი მარიმ ანტვერპენის ტურნირი მოიგო!
პლანეტის ყოფილი პირველი ნომერი ენდი მარი საჩოგბურთო სამყაროში სულ ახლახანს დაბრუნდა (ერთეულთა თანრიგში), რა დროშიც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიდიადე. გასულ კვირაში ენდი მარიმ ანტვერპენის 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზა, სადაც შესანიშნავი ჩოგბურთი ითამაშა, რომლის წყალობითაც ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. საფინალო შეხვედრაში ენდი მარი უძლიერეს შვეიცარიელ ჩოგბურთელს, სტენ ვავრინკას დაუპირისპირდა, რომელთანაც საოცარი შეხვედრის “დაქამბექება” მოახერხა. პირველი მოგებული […]