საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2022 წელს რიგით მესამე ასპარეზზე გამოვა, რომელიც დიდი სლემის ტურნირია – ავსტრალიის ღია პირველობა. პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე 21-ე ნომრად არის განთესილი. რაც შეეხება ნიკას პირველი რაუნდის მეტოქეს, სიდნეის ტურნირის მსგავსად, ბასილაშვილს ოპონირებას მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი, ბრიტანელი ენდი მარი გაუწევს, რომელიც ამჟამად […]