გუგა ფალავანდიშვილი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. 27 წლის ნახევარმცველმა 9 სექტემბერს ლატვიური “ვენსტპილსი” დატოვა და ბერძნულ “ლამიაში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. “ლამიამ“, წინა სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატის რეგულარულ გათამაშებაში მე-10 ადგილი დაიკავა და გასავარდნ ჯგუფში გადაინაცვლა, თუმცა ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. ფალავანდიშვილს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული (2015 წელს გიბრალტარის ნაკრებთან), “გაგრაში”, “დინამო თბილისში”, […]