ნიდერლანდების ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ, რომელიც რუმინეთთან გამარჯვების გოლის ავტორი გახდა, მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “თითოეული ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული ყველა მატჩი საამაყოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს უპირისპირდები, რადგან ეს მატჩი ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს, რა პლიუსები გვაქვს და რა მიმართულებით გვჭირდება მომატება. “ტვენტეს” სტადიონთან ძალიან […]