საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან მოახლოებული ამხანაგური მატჩის შესახებ, ქალაქ ენსხედეში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “კონკრეტულს არაფერს ველოდები, უფრო იმაზე ვართ კონცენტრირებული თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ჩვენ. ბევრ მოთამაშეს საკმაოდ ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა, აქედან გამომდინარე მოსამზადებელი ეტაპის პირველი დღეები ცოტა რთული იყო, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. ორი დღის უკან რუმინეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ვერ ვიტყვი, რომ […]