ესპანეთის პოლიცია – აბიდალმა შესაძლოა არალეგალური გზით მოპოვებული ღვიძლი გადაინერგა
კატალონიური გრანდისა და ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ სევდიანი ისტორია, რომელსაც ზღაპრული დასასრული აღმოაჩნდა. 2012 წელს, “ბლაუგრანას” ფრანგ მცველს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – ერიკ აბიდალის სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციის ჩატარება და ღვიძლის გადანერგვა გახდა საჭირო. ერიკ აბიდალს მხსნელად მისი ბიძაშვილი მოევლინა, რომელმაც დონორობაზე თანხმობა განაცხადა – ოპერაცია ჩატარა და აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს, რის შედეგადაც ფეხბურთელმა სიმსივნე […]
უცნობი ისტორია: ვის ყიდულობდა ბარსელონა ბრაითვეითის ნაცვლად და რატომ ჩაიშალა ტრანსფერი?
2020 წლის ზამთარში, “ბარსელონას” საკადრო პრობლემები ჰქონდა და კატალონიური გრანდის მთავარი ამოცანა თავდამსხმელის დამატება იყო, რომელიც ლუის სუარესის შემცვლელი უნდა ყოფილიყო. ამ მიზნით, კლუბმა არჩევანი სედრიკ ბაკამბუზე შეაჩერა, რომელიც ბოლო წლებია კარიერას ჩინეთის ჩემპიონატში აგრძელებს. წარმოშობით ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც “ბეიჯინგის” ღირსებას იცავს, შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნებულიყო, მაგრამ ტრანსფერი მაშინ ჩაიშალა, როცა ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო. […]
ერიკ აბიდალი ბარსელონას სპორტული დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს
კიკე სეტიენის გათავისუფლებიდან მეორე დღეს, “ბარსელონა” გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმაც დატოვა. აბიდალის გათავისუფლება იმ “დიდი ცვლილებების” ნაწილია, რომელიც “ბაიერნთან” ანგარიშით 2:8 განადგურების შემდეგ, კატალონიურმა გუნდმა დააანონსა. “ბარსელონა საჯაროდ უხდის მადლობას ერიკ აბიდალს მისი პროფესიონალიზმის, ერთგულების, პოზიტიური და იმ მიდგომისთვის, რომელსაც ის ყოველდღიურად იყენებდა. გუნდი აბიდალს წარმატებებს უსურვებს,” ვკითხულობთ განცხადებაში. ერიკ აბიდალი “ბარსელონას” შემადგენლობაში 2007-2013 […]
ბარსელონა აბიდალის გაშვებას გეგმავს
კატალონიის “ბარსელონაში” დიდი არეულობაა. კლუბმა დაკავებული თანამდებობიდან კიკე სეტიენი უკვე გადააყენა. ხელმძღვანელობამ სეტიენს “ბაიერნთან” განადგურება არ აპატია. ცნობილი სპორტული გამოცემა “football-espana” გვამცნობს, რომ კატალონიური გრანდი ერიკ აბიდალის გაშვებას გეგმავს. ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი, 2018 წლიდან სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს. ერიკის სახელს უკავშირდება ანტუან გრიზმანისა და ფრენკი დე იონგის ტრანსფერი. ასევე, აბიდალი აქტიურად იღებდა მონაწიელობას, ერნესტო ვალვერდეს […]
ბარსელონას წარმომადგენელი ტიმო ვერნერის მამას შეხვდა
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” საფეხბურთო დირექტორი – ერიკ აბიდალი, პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით ტიმო ვერნერის მამას შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიური Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, აბიდალსა და ვერნერის მამას შორის გერმანიაში პოზიტიური შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე აბიდალთან ერთად მისი ასისტენტიც იმყოფებოდა. გერმანელ შემტევს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, სანამ კორონავირუსის გამო სპორტული ღონისძიებები შეჩერდებოდა, ვერნერმა 27 გოლის გატანა და 12 […]
ადამიანი მოტივაცია: მესის გამარჯვების შემდეგ რონალდუ საუკეთესოა
კრიშტიანუ რონალდუს მოტივაცია არასდროს აკლია, განსაკუთრებით კი მაშინ თუ საქმე ოქროს ბურთის მოგებას ეხება. მას მერე, რაც ლიონელ მესი ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, პორტუგალიელ ვარსკვლავზე მეტი გოლი მსოფლიოში არავის გაუტანია. ბოლოს ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა “ვერონას” კარი აიღო, თუმცა “იუვენტუსისთვის” ეს სერია A-ს 23-ე ტურის მატჩში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო ორ თვეში, […]
ევერტონმა რიჩარლისონზე ბარსელონას მიერ 100 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა
კატალონიის “ბარსელონამ” ბრაზილიელ 22 წლის ფორვარდზე – რიჩარილსონზე 100 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, თუმცა “ევერტონმა” ტრანსფერი დაბლოკა. SkySports-ის ცნობით, კატალონიელები ლუის სუარესის შემცვლელს ეძებენ, რომელიც ტრამის გამო 4 თვეს გამოტოვებს. როგორც ცნობილი ხდება, რიჩარილსონი “ბარსელონას” სპორტული დირექტორის – ერიკ აბიდალის მთავარი სამიზნე უკვე დიდიხანი არის. რიჩარილსონი “ევერტონში” 2018 წელს ჩაირიცხა, სადაც 66 თამაშში 24 გოლის გატანა […]
ალ სადმა ბარსელონასა და ჩავის შორის მოლაპარაკება დაადასტურა
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად იწერება ვალვერდეს გათავისუფლების შესახებ. ახალ მწვრთნელად კი ჩავი ერნანდესი მოიაზრება. ერიკ აბიდალი დოჰაში ჩაფრინდა, რათა ჩავისთან მოლაპარაკება დაიწყოს. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მოლაპარაკება მართლაც არსებობს. “ალ სადის” სპორტულმა დირექტორმა მუჰამედ ღულამ ალ ბალუშმა ყველაფერს ნათელი მოფინა. “დიახ მოლაპარაკება “ბარსელონას” და ჩავის შორის მიმდინარეობს” “ჯერ ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ […]
ბარსელონას ხელმძღვანელები ჩავის შეხვდნენ – კატალონიელები მწვრთნელის შეცვლას განიხილავენ
ესპანურ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრნენ, რათა კლუბის ლეგენდარულ კაპიტან ჩავი ერნანდესთან საქმიანი შეხვედრა გამართონ. კატალონიურ გრანდში ერნესტო ვალვერდეს წყალი შეუდგა და მისი თანამდებობაზე დარჩენის საკითხი საეჭვოა, განსაკუთრებით ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში “ატლეტიკოსთან” (2:3) მარცხის შემდეგ. ამრიგად, “ბარსა” […]
აბიდალი: “მესი ბარსელონაში დარჩება”
“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად ტექნიკურმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა ლიონელ მესის მომავლის შესახებ ისაუბრა. “ბლაუგრანას” არგენტინელ კაპიტანსა და კატალონიურ კლუბს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება ძალაში 2021 წლამდეა. კლუბის მესვეურები გუნდის თილისმას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობენ, თუმცა მესის საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. “ნახავთ, რომ მესი “ბარსელონაში” კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ითამაშებს. მე მჯერა, რომ ის დარჩება. ის ჩვენი […]