მანჩესტერ იუნაიტედი ანდრე ონანას დამატებას გეგმავს
სპორტული მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, თანახმად “მანჩესტერ იუნაიტედი” ონანასთან დაკავშირებით პირველი ოფიციალურ შეთავაზებას დღეს გააკეთებს. ამ ეტაპზე ერიკ ტენ ჰაგისთვის “ინტერის” კარის დარაჯი მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელები ონანას 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან. “ინტერის” წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ შემოთავაზება მათი მოთხოვნების შესაბამისი იქნება. აღსანიშნავია, რომ ერიკ ტენ ჰაგს კამერუნელ მეკარესთან […]
“ეს არაჩვეულებრივი საღამო იყო” – ტენ ჰაგმა ფერგიუსონთან გატარებულ ვახშამზე ისაუბრა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ერიკ ტენ ჰაგი და სერ ალექს ფერგიუსონი ერთად ვახშმობენ. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამ საღამოზე კომენტარი Sky Sports-თან გააკეთა: “ყოველთვის მსიამოვნებს იმ ხალხთან საუბარი ვისაც ბევრი ცოდნა და დიდი გამოცდილება აქვს. მას ამის გაზიარება უნდა. ის გრძნობს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” მისი კლუბია, ძალიან უნდა, რომ კარგად ვიასპარეზოთ. ეს არაჩვეულებრივი საღამო იყო. ვიმედოვნებ […]
სუპერ ლიგასთან დაკავშირებით ტენ ჰაგის აზრმა, მანჩესტერის გულშემატკივრების აგრესია გამოიწვია
ევროპის სუპერ ლიგასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, პრემიერ ლიგის გუნდების წარმომადგენლები აზრის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ. თუმცა, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა აღნიშნა, რომ სუპერ ლიგა ფეხბურთს უკეთესს გახდის. „მიმაჩნია, რომ დღევანდელი სტრუქტურა კარგია, თუმცა, ახალი წამოწყებები ყოველთვის უკეთესია. ეს ყველაფერი ფეხბურთის განვითარებისთვის კარგი იქნება. ადამიანებს ყოველთვის უკეთესი სურთ. თუ ეს წამოწყება ფეხბურთს სიკეთეს მოუტანს მე […]
ერიკ ტენ ჰაგი ლინდელოფისთვის პოზიციის შეცვლას აპირებს
ვიქტორ ლინდელოფის სათამაშო დრო “მანჩესტერ იუნაიტედში” დრო და დრო მცირდებოდა. ერიკ ტენ ჰაგის მოსვლის შემდეგ კი, შვედმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რადგან ნიდერლანდელი სპეციალისტი დაცვის ცენტში უპირატესობას ვარანისა და მარტინესის წყვილს ანიჭებს. აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ვიქტორი დატოვებდა გუნდს და “აინტრახტს” შეუერთდებოდა, თუმცა ტენ ჰაგმა მისი დატოვება არჩივნა. 53 წლის სპეციალისტი გეგმავს, რომ ლინდელოფს […]
ტენ ჰაგმა მანჩესტერის მწვრთნელებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა პრემიერ ლიგაში 20 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 12-ჯერ დატოვა მოედანი გამარჯვებულმა. ნიდერლანდელი სპეციალისტი ერთადერთია “წითელი ეშმაკების” თავკაცებიდან, რომელმაც ეს შეძლო. მას შემდეგ, რაც ტენ ჰაგმა “იუნაიტედი” ჩაიბარა გუნდის სათამაშო ფორმა აშკარად გაუმჯობესდა. მათი მოგების პროცენტულობა 72.73%-ს უტოლდება. ამ სეზონში მანჩესტერელებმა 12 მატჩი მოიგეს, 5 წააგეს და სამჯერ გაიყვეს […]
“პირველ ეტაპზე ინგლისში, შემდეგ ევროპაში და ბოლოს მსოფლოში საუკეთესონი ვიქნებით” – ერიკ ტენ ჰაგი
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი აცხადებს, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო გუნდის შექმნა სურს: “ახლა მანჩესტერში ყოფნა საუკეთესო ადგილია, რადგან ჩვენ საუკეთესო გუნდის აშენება გვინდა. პირველ ეტაპზე ინგლისში, შემდეგ ევროპაში და ბოლოს მსოფლოში საუკეთესონი ვიქნებით.” “მანჩესტერში” გადმობარგების შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგის მოგებათა პროცენტულობა 70%-ს უტოლდება. მას შემდეგ, რაც ნიდერლანდელმა “წითელი ეშმაკები” ჩაიბარა, სტატისტიკურად ისინი […]
ერიკ ტენ ჰაგის ღირსეული საქციელი
ინგლისის ლიგის თასის (კარაბაო) 1/4-ფინალურ შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩარლტონის” დაპირისპირება შედგა. მანჩესტერში, “ოლდ ტრაფორდზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მოულოდნელობას არ წარმოადგენდა, რომ “წითელი ეშმაკები” ინგლისის ლიგა 1-ში მოასპარეზე “ჩარლტონის” დამარცხებას მარტივად შეძლებდნენ, თუმცა, ერიკ ტენ ჰაგმა სტუმართა მწვრთნელი სასიამოვნოდ გაოცებული დატოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა “ჩარლტონის” მთავარი მწვრთნელი – დინ […]
ჰარი მაგუაიერი ასტონ ვილას საწვრთნელ ბაზასთან შეამჩნიეს
დიდი ხანია, რაც უკვე “მანჩესტერისა” და ინგლისის ნაკრების მცველზე ჰარი მაგუაიერზე ვრცელდებოდა ჭორები, რომ ერიკ ტან ჰაგის გუნდს დატოვებს. უამრავი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ 29 წლის ფეხბურთლი “ასტონ ვილაში”, იჯარის წესით, გადავა. საინტერესოა, რომ მაგუაიერი ბირმინგემში “ასტონ ვილას” საწვრთნელ ბაზასთან შეამჩნიეს. უსაფუძვლო არაა ის ჭორი, რომ შესაძლოა ინგლისელმა კლუბი დატოვოს. აშკარაა, რომ ჰარიმ ერიკ […]
“სანჩო ფიზიკურად და მენტალურად მზად არ არის” – ერიკ ტენ ჰაგი
ერიკ ტენ ჰაგის თქმით, თამაშში დაბრუნებამდე ჯეიდონ სანჩო ძალების აღდგენას ცდილობს. გუნდის თავკაცის ცნობით, ახალგაზრდა ინგლისელი არც ფიზიკურად და არც მენტალურად მზად არ არის. მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, სანჩო გუნდში არ მისულა. საინტერესოა ისიც, რომ ფეხბურთელმა ესპანეთში ჩანიშნული შეკრებაც გამოტოვა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ პერიოდში ის ნიდერლანდებში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. 22 წლის ფეხბურთელი უკვე დაბრუნდა […]
ტენ ჰაგმა ლისანდრო მარტინესს კლუბში დაბრუნებისკენ მოუწოდა
ერიკ ტენ ჰეგმა აღიარა, რომ ზუსტად არ იცის თუ, როდის დაბრუნდება ლისანდრო მარტინესი “მანჩესტერ იუნაიტედში”. მაგრამ, მან განაცხადა, რომ ეს რაც შეიძლება მალე უნდა გააკეთოს. “ის კვლავ არგენტინაში ზეიმობს. მე მესმის, რომ ეს ძალიან ემოციურია. საკუთარი ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება დიდი მიღწევაა, თუმცა, მარტინესმა უნდა იცოდეს, რომ 27-ში პრემიერ ლიგა ბრუნდება. ჩემპიონატი მალე იწყება და […]
მანჩესტერ იუნაიტედი რონალდუსთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს
პირს მორგანთან კრიშტიანუს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და რონალდუს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ინგლისური კლუბი 37 ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტის გზებს ეძებს. პირს მორგანთან საუბარში, პორტუგალიელმა სკანდალური განცხადება გააკეთა. რონალდუ მიიჩნევს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” უღალატა და ამ ღალატში მხოლოდ ერიკ ტენ ჰაგს არ ადანაშაულებს. “მიღალატეს. “მანჩესტერ იუნაიტედმა” მიღალატა. ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, რადგან ჩემს […]
“კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერ იუნაიტედში აღარ უნდა ითამაშოს” – ერიკ ტენ ჰაგი
როგორც ESPN იტყობინება, ერიკ ტენ ჰაგმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს უთხრა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კლუბში აღარ უნდა ითამაშოს. ორშაბათს ტენ ჰაგმა თავმჯდომარე ჯოელ გლეიზერთან, აღმასრულებელ დირექტორთან რიჩარდ არნოლდთან, საფეხბურთო დირექტორთან ჯონ მურტოუსთან შეხვედრა გამართა და პირს მორგანთან მიცემული ინტერვიუ განიხილეს. “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ რონალდუმ ძალიან შორს შეტოპა. თუმცა, ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ფორმაში მყოფ და […]