ცვლილებები იუნაიტედში – ტენ ჰააგის პირველი მსხვერპლი ცნობილია
სეზონის დასრულების შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედს” ერიკ ტენ ჰაგი ჩაიბარებს. ნიდერლანდელი სპეციალისტის პირველი “მსხვერპლი” უკვე ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, “წითელ ეშმაკებს” ნემანია მატიჩი დატოვებს. სერბმა ნახევარმცველმა გუნდის ხელმძღვანელებს “იუნაიტედის” მომდევნო სეზონიდან დატოვების სურვილის შესახებ აცნობა. 33 წლის მატიჩმა მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა რიგებში 26 მატჩი ჩაატარა. ნემანია “იუნაიტედს” 5 წლის წინ შეუერთდა. ის გუნდში ჟოზე მოურინიომ “ჩელსიში” თანამშრომლობის […]
ტენ ჰაგმა მანჩესტერის ფეხბურთელები დასაჯა!
პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა – ერიკ ტენ ჰაგმა კლუბის ფეხბურთელები დასაჯა. 14 აგვისტოს, 30 გრადუსიან სიცხეში, მთავარმა მწვრთნელმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს დასვენების დღე გაუუქმა და 13.8 კილომეტრი არბენინა. აღსანიშნავია, რომ “ბრენტფორდის” ფეხბურთელებმა მატჩის დროს “წითელ ეშმაკებთან” შედარებით, 13.8 კილომეტრით მეტი ირბინეს. ბრენტფორდმა მანჩესტერს პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა […]
ტენ ჰაგმა ლისანდრო მარტინესს კლუბში დაბრუნებისკენ მოუწოდა
ერიკ ტენ ჰეგმა აღიარა, რომ ზუსტად არ იცის თუ, როდის დაბრუნდება ლისანდრო მარტინესი “მანჩესტერ იუნაიტედში”. მაგრამ, მან განაცხადა, რომ ეს რაც შეიძლება მალე უნდა გააკეთოს. “ის კვლავ არგენტინაში ზეიმობს. მე მესმის, რომ ეს ძალიან ემოციურია. საკუთარი ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება დიდი მიღწევაა, თუმცა, მარტინესმა უნდა იცოდეს, რომ 27-ში პრემიერ ლიგა ბრუნდება. ჩემპიონატი მალე იწყება და […]
“ის გიგანტია” – ტენ ჰაგის კომენტარი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ
“მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი მთავარი მწვრთნელი – ერიკ ტენ ჰაგი დუმილს არღვევს და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ნიდერლანდელი სპეციალისტი, რონალდუს გიგანტად მოიხსენიებს, რომელიც “წითელი ეშმაკებისათვის” უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. “მანჩესტერ იუნაიტედში” კვლავ დაბრუნების შემდეგ, 37 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, 38 შეხვედრაში 24 გოლის გატანა შეძლო. რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერად ჩამოყალიბდა, თუმცა პრემიერ ლიგის გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ […]
ერიკ ტენ ჰაგი, გუნდიდან გაშვების კანდიდატთა სიაში, მოწინავე პოზიციას იკავებს
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა ტენ ჰაგს დრო დასჭირდებოდა მისი ფილოსოფიის “მანჩესტერში” დასამკვიდრებლად, მაინც არავინ ელოდა, რომ ისინი პრემიერ ლიგის პირველ ორ მატჩს წააგებდნენ “ბრაიტონთან” და “ბრენტფორდთან”. გულშემატკივრები აღარ ერიდებიან ნიდერლანდელი მწვრთნელის კრიტიკას და ფიქრობენ, რომ თუ ასე გააგრძელებს კლუბის დატოვება ძალიან მალე მოუწევს. აშკარაა, რომ ერიკის ექსპერიმეტნები არ ამართლებს, რაც ნათლად გამოჩნდა ერიქსენის ცრუ […]
“სანჩო ფიზიკურად და მენტალურად მზად არ არის” – ერიკ ტენ ჰაგი
ერიკ ტენ ჰაგის თქმით, თამაშში დაბრუნებამდე ჯეიდონ სანჩო ძალების აღდგენას ცდილობს. გუნდის თავკაცის ცნობით, ახალგაზრდა ინგლისელი არც ფიზიკურად და არც მენტალურად მზად არ არის. მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, სანჩო გუნდში არ მისულა. საინტერესოა ისიც, რომ ფეხბურთელმა ესპანეთში ჩანიშნული შეკრებაც გამოტოვა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ პერიოდში ის ნიდერლანდებში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. 22 წლის ფეხბურთელი უკვე დაბრუნდა […]
ერიკ ტენ ჰაგი: ,,რა თქმა უნდა, რონალდუ ჩვენი პროექტის ნაწილი იქნება”
,,მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, გუნდის შემტევზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა: ,,რა თქმა უნდა, ის პროექტის ნაწილი იქნება. რისი მოტანა შეუძლია რონალდუს გუნდისთვის? გოლების. ექნება თუ არა კრიშტიანუს განსხვავებული როლი კონტრაქტის ბოლო წელს? სანამ თქვენთან ვისაუბრებდი, რონალდუს ველაპარაკე,” – ტენ ჰაგის სიტყვებს Manchester Evening News-ი ციტირებს. კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე […]
მადრიდის ატლეტიკოს უარი მანჩესტერ იუნაიტედს
ესპანური გამოცემა AS ირწმუნება, რომ “იუნაიტედმა” პორტუგალიელი ჟოაუ ფელიქსის სანაცვლოდ “ატლეტიკოს” დიდი თანხა შესთავაზა, თუმცა, დედაქალაქურმა კლუბმა ინგლისელები უარით გაისტუმრა. ვინაიდან კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ერიკ ტენ ჰაგს სურს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი ფორვარდი შეიძინოს. ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედს” ჟოაუ ფელიქსისთვის 130 მილიონი ევროს შეთავაზება ჰქონდა, რომელიც მადრიდის “ატლეტიკომ” უარყო. მადრიდული კლუბის […]
ერიკ ტენ ჰაგმა ტოტენჰემთან გამარჯვება შეაფასა
ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, “ტოტენჰემთან” გამარჯვების (0:1) შემდეგ განცხადება გააკეთა. “ეს საოცარი საღამო იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში მატჩის სადავეები მთლიანად ჩვენს ხელში იყო და შესანიშნავი გოლიც გავიტანეთ. მეორე ტაიმში ბურთს მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა გუნდი ბოლომდე იბრძოდა. მეორე ტაიმში უკეთესად თამაშიც შეგვეძლო – საჭირო იყო ბურთის ფლობა, მეტი თავისუფალი გადაადგილება. შესაძლოა, ჩვენ მეტი […]
ჰარი მაგუაიერი ასტონ ვილას საწვრთნელ ბაზასთან შეამჩნიეს
დიდი ხანია, რაც უკვე “მანჩესტერისა” და ინგლისის ნაკრების მცველზე ჰარი მაგუაიერზე ვრცელდებოდა ჭორები, რომ ერიკ ტან ჰაგის გუნდს დატოვებს. უამრავი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ 29 წლის ფეხბურთლი “ასტონ ვილაში”, იჯარის წესით, გადავა. საინტერესოა, რომ მაგუაიერი ბირმინგემში “ასტონ ვილას” საწვრთნელ ბაზასთან შეამჩნიეს. უსაფუძვლო არაა ის ჭორი, რომ შესაძლოა ინგლისელმა კლუბი დატოვოს. აშკარაა, რომ ჰარიმ ერიკ […]
შესაძლოა მემფის დეპაიმ “ბარსელონა” დატოვოს
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ხმების თანახმად, “ბარსელონას” ნიდერლანდელი თავდამსხმელი მემფის დეპაი, ჩავის სამომავლო გეგმებში არ შედის. შესაძლოა, რომ 28 წლის ფეხბურთელმა კატალონიური კლუბი ამ ზაფხულსვე დატოვოს. მისი სატრანსფერო ფასი 21,5 მილიონ ფუნტს შეადგენს. დეპაი მსურველთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის და ყველაზე დიდი ყურადღება ინგლისური კლუბებისგან დაიმსახურა. მისი შეძენით ორი პრემიერ ლიგის გუნდია დაინტერესებული, “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ […]
ტენ ჰაგმა განმარტა, რატომ არ ათამაშა რონალდუ მანჩესტერ სიტისთან მატჩში
,,მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ,,მანჩესტერ სიტისთან” მარცხის შემდეგ, უპასუხა შეკითხვას თუ რატომ არ ათამაშა კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე არც მეორე ტაიმში გამოჩენილა. პირველი ნახევრის შემდეგ ,,ქალაქელები” მეტოქეს 4:0-ს უგებდნენ. ,,ასეთი გადაწყვეტილება რონალდუს დიდი კარიერისადმი პატივისცემის გამო მივიღე. გარდა ამისა, მარსიალი ვათამაშე, რომელსაც დრო სჭირდება,” – განაცხადა […]