“მანჩესტერ იუნაიტედმა მიღალატა” – კრიშტიანუ რონალდუ
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში, “ფულჰემისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება შედგა. დრამატული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 1:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების მომტანი გოლი, ალეხანდრო გარნაჩომ 93-ე წუთზე გაიტანა. “მანჩესტერ იუნაიტედის” დრამატული გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუს გარშემო აგორებულმა სკანდალმა გადაფარა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა, რის შემდეგაც სპეკულაციების ახალი ტალღა აგორდა. პირს მორგანთან საუბარში, პორტუგალიელმა სკანდალური […]
ითამაშებს თუ არა რონალდუ ფულჰემთან შეხვედრაში? – ტენ ჰაგის პასუხი
,,მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, ჰკითხეს, ჩაატარებს თუ არა კრიშტიანუ რონალდუ ,,ფულჰემთან” შეხვედრას: ,,არ შემიძლია, გარანტირებულად ვთქვა, რომ რონალდუ ,,ფულჰემთან” მატჩში ითამაშებს. მან ,,ასტონ ვილასთან” ინგლისის ლიგის თასის შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა. თუმცა, შეიძლება, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ამიტომ, დიდი ალბათობით, კვირას კრიშტიანუ გუნდთან ერთად იქნება,” – განაცხადა ტენ ჰაგმა. პრემიერლიგის მე-16 ტურში ,,ფულჰემი” ,,მანჩესტერ […]
“ტენ ჰაგმა მანჩესტერი გააძლიერა” – ხავი
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, UEFA-ს ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. პირველივე 1/16-ფინალურ წყვილში მოვლენები საკმაოდ დრამატულად განვითარდა, რის შედეგადაც გულშემატკივარი “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებას იხილავს. წილისყრის დასრულების შემდეგ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ერიკ ტენ ჰაგის მეთაურობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალზედ გაძლიერდა. “რთული დაპირისპირება გველის. ჩვენ მოგვიწევს მანჩესტერში ჩასვლა და ისტორიული გუნდის წინააღმდეგ თამაში, […]
რიო ფერდინანდი | ტენ ჰაგს კრიზისის განმუხტვა შეეძლო!
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ურთიერთობა არც ისე სახარბიელოა. კრიშტიანუ რონალდუსა და ერიკ ტენ ჰაგის დაპირისპირება, ინგლისური მედია საშუალებების სპეკულაციის ერთ-ერთი მთავარი თემაა. პრესას ჭორების აგორების საშუალებას რონალდუ და ტენ ჰაგიც აძლევენ. Sky Sports | რონალდუ იტალიაში დასაბრუნებლად ემზადება რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის 21-წლამდე გუნდთან ერთად ვარჯიშობს ერთ-ერთი უკანასკნელი სკანდალი რონალდუს მიერ “ოლდ ტრაფორდის” […]
კრიშტიანუ რონალდუ რომ მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი იყოს…
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ურთიერთობა არც ისე სახარბიელოა. შმეიხელი: ,,ცხოვრებაში პირველად ვამბობ, რომ რონალდუთი იმედგაცრუებული ვარ” იუნაიტედი – რონალდუ ჩელსისთან მატჩში გუნდის განაცხადში არ იქნება კრიშტიანუ რონალდუსა და ერიკ ტენ ჰაგის დაპირისპირება, ინგლისური მედია საშუალებების სპეკულაციის ერთ-ერთი მთავარი თემაა. პრესას ჭორების აგორების საშუალებას რონალდუ და ტენ ჰაგიც აძლევენ. ერთ-ერთი უკანასკნელი სკანდალი რონალდუს […]
ტენ ჰაგმა განმარტა, რატომ არ ათამაშა რონალდუ მანჩესტერ სიტისთან მატჩში
,,მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ,,მანჩესტერ სიტისთან” მარცხის შემდეგ, უპასუხა შეკითხვას თუ რატომ არ ათამაშა კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე არც მეორე ტაიმში გამოჩენილა. პირველი ნახევრის შემდეგ ,,ქალაქელები” მეტოქეს 4:0-ს უგებდნენ. ,,ასეთი გადაწყვეტილება რონალდუს დიდი კარიერისადმი პატივისცემის გამო მივიღე. გარდა ამისა, მარსიალი ვათამაშე, რომელსაც დრო სჭირდება,” – განაცხადა […]
მადრიდის ატლეტიკოს უარი მანჩესტერ იუნაიტედს
ესპანური გამოცემა AS ირწმუნება, რომ “იუნაიტედმა” პორტუგალიელი ჟოაუ ფელიქსის სანაცვლოდ “ატლეტიკოს” დიდი თანხა შესთავაზა, თუმცა, დედაქალაქურმა კლუბმა ინგლისელები უარით გაისტუმრა. ვინაიდან კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ერიკ ტენ ჰაგს სურს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი ფორვარდი შეიძინოს. ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედს” ჟოაუ ფელიქსისთვის 130 მილიონი ევროს შეთავაზება ჰქონდა, რომელიც მადრიდის “ატლეტიკომ” უარყო. მადრიდული კლუბის […]
ერიკ ტენ ჰაგი, გუნდიდან გაშვების კანდიდატთა სიაში, მოწინავე პოზიციას იკავებს
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა ტენ ჰაგს დრო დასჭირდებოდა მისი ფილოსოფიის “მანჩესტერში” დასამკვიდრებლად, მაინც არავინ ელოდა, რომ ისინი პრემიერ ლიგის პირველ ორ მატჩს წააგებდნენ “ბრაიტონთან” და “ბრენტფორდთან”. გულშემატკივრები აღარ ერიდებიან ნიდერლანდელი მწვრთნელის კრიტიკას და ფიქრობენ, რომ თუ ასე გააგრძელებს კლუბის დატოვება ძალიან მალე მოუწევს. აშკარაა, რომ ერიკის ექსპერიმეტნები არ ამართლებს, რაც ნათლად გამოჩნდა ერიქსენის ცრუ […]
ტენ ჰაგმა მანჩესტერის ფეხბურთელები დასაჯა!
პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა – ერიკ ტენ ჰაგმა კლუბის ფეხბურთელები დასაჯა. 14 აგვისტოს, 30 გრადუსიან სიცხეში, მთავარმა მწვრთნელმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს დასვენების დღე გაუუქმა და 13.8 კილომეტრი არბენინა. აღსანიშნავია, რომ “ბრენტფორდის” ფეხბურთელებმა მატჩის დროს “წითელ ეშმაკებთან” შედარებით, 13.8 კილომეტრით მეტი ირბინეს. ბრენტფორდმა მანჩესტერს პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა […]
“მანჩესტერს მაღალი დონის ფეხბურთელები სჭირდება” – ტენ ჰაგი
პრემიერ ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამანადგურებელი ანგარიშით მარცხი იწვნია. “ბრენტფორდისა” და “წითელი ეშმაკების” დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში 4 გოლის გასატანად, “ბრენტფორდს” სულ რაღაც 35 წუთი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში, “წითელი ეშმაკებისათვის” ეს სეზონის ყველაზე მძიმე სტარტია. უკანასკნელად პრემიერ ლიგის საწყის 2 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” 1921 […]
ერიკ ტენ ჰაგის გუნდის საშინელი პერფორმანსი პრემიერლიგის პირველ ტურში
ნიდერლანდელი მწვრთნელის სტარტი პრემიერლიგაში წარუმატებელი აღმოჩნდა. გუშინდელ შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “ბრაიტონთან” 1:2 დამარცხდა. “თოლიების” მხრიდან გამორჩეული პასკალ გროსი იყო, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო. “წითელმა ეშმაკებმა” ერთი ბურთის გაქვითვა მაკალისტერის ავტო გოლით შეძლეს. აღნიშნული შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუმ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. მატჩის 53-ე წუთზე ის მოედანზე ფრედის ნაცვლად შევიდა, თუმცა, გუნდისთვის სახარბიელო ვერაფერი შემოგვთავაზა. შეხვედრის […]
ერიკ ტენ ჰაგი რონალდუს შესახებ კითხვამ გააღიზიანა
გასულ კვირას, კრიშტიანუ რონალდუმ “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ, ამხანაგურ შეხვედრაში ერთი სრული ტაიმი ითამაშა. პირველი ნახევრის შემდეგ, პორტუგალიელი შეცვალეს. გულშემატკივრებმა ის მატჩის დამთავრებამდე, მოედნის გარეთ შენიშნეს. ამ ყველაფერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და რონალდუსაც დიდი კრიტიკა დაატყდა თავს. ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა საიმონ პიჩმა ამ ყველაფრის შესახებ, გუნდის მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს კომენტარი სთხოვა. 52 წლის მწვრთნელ, რბილად, […]