ერლინგ ჰოლანდი საფეხბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს. ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “სევილიას” 2 გოლი გაუტანა. გერმანულ-ესპანური დაპირისპირბა 2:2 დასრულდა, ორი თამაშის ჯამში კი “ბორუსიამ” მოიგო (5:4). აღსანიშნავია, რომ “სევილიას” კარში შესრულებული დუბლით ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლიან ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული შედეგისთვის კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე 56 მატჩის ჩატარება დასჭირდა, ხოლო ლეო […]