დინამო თბილისმა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დაიბრუნა
საქართველოს ექს-ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” ბოლო წლების განმავლობაში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, დავით კობოური დაიბრუნა. ინფორმაციას საკუთარ სოციალურ ქსელში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ავრცელებს. 24 წლის ცენტრალური მცველი ჩეხეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ “კარვინაში” იჯარის წესით 5 თვის განმავლობაში თამაშობდა, სადაც 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო, ახლა კი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. “მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ […]
ლევან მჭედლიძის სადებიუტო გოლი ტორპედოში | VIDEO
კონფერენს ლიგა: ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია!
უეფას ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ცნობილი გახდა ის გუნდები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის წარმომადგენელ კლუბებს დაუაპირისპირდებიან. “დინამო თბილისი” – “პაიდე” (ესტონეთი) “საბურთალო” – “პარტიზანი” (ალბანეთი) “გორის დილა” – “კუპსი” (ფინეთი) კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 7 ივლისს, ხოლო საპასუხო მატჩები 14 ივლისს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა: დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია!
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ცნობილი გახდა, თუ რომელ გუნდს დაუპირისპირდება საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი”. აჭარული კლუბის მეტოქე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პირველ შესარჩევ ეტაპზე სლოვაკეთის წარმომადგენელი “სლოვან ბრატისლავა” იქნება, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ნაკრების ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად ჯაბა კანკავა და გურამ კაშია არიან, […]
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშებას საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ “დინამო არენაზე” 2 ივნისს ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ეროვნული გუნდის ფეხბრუთელებსა და გულშემატკივარს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. “მიხარია, რომ მოედანზეც და მოედნის მიღმაც, წამოვიდა თაობა, რომელთაც სტადიონზე […]
თამასა ავწიოთ, თამასა! – ანუ რა ხდება მომავალ თაობაში
3 მაისს, 19:00 საათზე, დინამო არენაზე ბოლო წლების ქართული ფეხბურთის ორი ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ორი დინამო, ერთი თბილისიდან, მეორე კი ბათუმიდან. მატჩი ყველაფერი შედარებითია და ბოლომდე ვერ ვიტყვით, რომ თბილისი ამ თამაშის მოლოდინში იყო, თუმცა გამოხმაურება და გარკვეული სახის სამზადისი ნამდვილად არსებობდა. მატჩზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა და შემდეგ მთავარ თემებს შევეხოთ (მატჩი რომ არ არის […]
ქუთაისის ტორპედოს გია ცეცაძე აღარ გაწვრთნის
გია ცეცაძე ქუთაისის ტორპედოს აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაცია იმერული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ხელმძღვანელობამ 47 წლის სპეციალისტს დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ დაწერილი განცხადება დაუკმაყოფილა და გუნდის დატოვების ნება მისცა. კლუბი, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. გია ცეცაძეს ბოლო პერიოდში გუნდში არადამაკმაყოფილებელი შედეგები ჰქონდა, რასაც “ტორპედოს” […]
პრევიუ| დინამო თბილისი VS დინამო ბათუმი
2022 წლის 3 მაისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში სათამაშო კვირის ცენტრალური და სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბოლო 4 წლის ორი საუკეთესო ქართული გუნდი, ორი “დინამო” თბილისურ-ბათუმურ დუელში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება სატურნირო მდგომარეობა განსხვავებით წინა ორი სეზონისგან, მიმდინარე გათამაშებაში თბილისური და […]
ნაპოლის დირექტორმა დაადასტურა: კვარაცხელიას ტრანსფერზე ვმუშაობთ
იტალიური საფეხბურთო კლუბის, “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო გიუნტოლიმ ადგილობრივ მედიასთან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. “ის არის ბიჭი, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით, ჩვენ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ იგი “ნაპოლიში” მოვიყვანოთ, მაგრამ მაინც უნდა ველოდოთ, სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი უნდა მომწიფდეს, იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი ამას გააკეთებენ. ის ერთ-ერთი პირველია სიაში, მას აქვს […]
დინამო ბათუმი უკრაინელ გულშემატკივარს ბილეთებს უფასოდ გადასცემს
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” გუნდის მომდევნო საშინაო შეხვედრებზე დასასწრებ ბილეთებს უკრაინელ გულშემატკივარს უფასოდ გადასცემს. როგორც აჭარული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ამისათვის გულშემატკივრებმა უკრაინის მოქალაქის პასპორტი უნდა წარადგინონ. “დინამო ბათუმი” ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ, 16 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია და შემდეგ მატჩს 18 მარტს, “გაგრას” წინააღმდეგ, საშინაო კედლებში ჩაატარებს.