ესკერხან მადიევი ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალური შეხვედრისთვის ემზადება. საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრმა, 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში, უკვე 2 გამარჯვება მოიპოვა და რუს ანდრეი ზამკოვოის დაუპირისპირდება. უნდა აღინიშნოს, რომ მადიევის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი მოკრივეა. 34 წლის ზამკოვოის 2012 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალიც აქვს მოგებული. ამის მიუხედავად, ესკერხან მადიევის პოტენციალისა და მონდომების გათვალისწინებით, გულშემატკივარს მისი გამარჯვებისა და ოლიმპიური […]