“ვალენსიას”, მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა “ღამურებისა” და საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის კარიერული მომავლის შესახებ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. “ის არის შესანიშნავი მეკარე, შესანიშნავი დონის. და როდესაც ასეთი ახალგაზრდა ასაკის მქონე მეკარე ყოველწლიურად უფრო მეტად იხვეწება ეს ნიშნავს იმას, რომ ის ფიქრობს: “მე ვარ კონცენტრირებული”. ამიტომ, შეუძლებელია დღეს იმის […]
ანდრეს ინიესტა: “ბარსელონაში დაბრუნება მსურს”
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ 2022/23 წლების სეზონის ბოლოს იაპონური “ვისელ კობეს” დატოვება გადაწყვიტა, მოგვიანებით კი თქვა, რომ მშობლიურ “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. “მინდა ფეხბურთის თამაში გავაგრძელო. ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია ამის გაკეთება. როგორც არაერთხელ ვთქვი, მსურს დავბრუნდე “ბარსელონაში” ჩემი ცხოვრების რაღაც მომენტში, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქამდე ჯერ კიდევ […]
ოფიციალურად: სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ესპანელი ფეხბურთელისთვის სანაკრებო კარიერაში ბოლო დიდი ტურნირი გახლდათ, რის შემდეგაც მან “ფურია როხას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, 34 წლის ფეხბურთელი საკლუბო კარიერაში ცვლილებისთვისაც ემზადება და უახლოეს თვეებში “ბარსელონას” დატოვებს და “ინტერ მაიამის” წევრი გახდება. სერხიო ბუსკეტსმა ესპანეთის […]
მუნდიალი 2022 | როდრი: “ფეხბურთმა არ იცის რა არის სამართლიანობა – პენალტები ლატარეაა”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე, მაროკოს ნაკრებთან უგოლოდ დასრულებული ძირითადი დროისა და დამატებითი ტაიმების შემდეგ, პენალტების სერიაში (0:3) დამარცხებული ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, როდრიმ თავისი გუნდის გამოსვლა შეაფასა. “ჩვენ ველოდით, რომ მეტოქე გუნდს ისევ ყველა მოთამაშე კარის ხაზის სიახლოვეს ეყოლებოდა. ასეთი ფეხბურთი გამაღიზიანებელია, რადგან თამაში რთულია. მინდოდა უფრო შორს წავსულიყავით, ვისურვებდი, რომ უმაღლესი ძალები პენალტების […]
მუნდიალი 2022 | მაროკოს მწვრთნელი: “ისტორიაში შესვლის შანსი გვაქვს, მთელი ქვეყნისთვის სიურპრიზის გაკეთება შეგვიძლია”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალისთვის კიდევ ორი ვაკანტური ადგილია დარჩენილი, რომელსაც მაროკოსა და ესპანეთის და პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრებები გაითამაშებენ. 6 დეკემბერს გასამართი მატჩის წინ, აფრიკული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული მატჩი იქნება. ჩვენ დაუპირისპირდებით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და ტურნირის მოგების ფავორიტს. თუ მათ ბარიერს გავივლით, ეს იქნება […]
მუნდიალი 2022 | აშრაფ ჰაკიმი: “არაბული სამყაროს მენტალიტეტის შეცვლას ვცდილობთ”
მაროკოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, აშრაფ ჰაკიმმა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობაზე და მისი გუნდის წარმატებულ გამოსვლაზე ისაუბრა. “შენი ქვეყნისთვის თამაში უნიკალურია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ისტორიას ვქმნით. წარმოუდგენელია იმის დანახვა, თუ როგორ განიცდიან ადამიანები ამ ემოციებს, გვიზიარებენ მათ, რაც გვაძლევს ძალას განვაგრძოთ დიდი საქმეების კეთება. ეს ცხოვრებაში განუმეორებელი მომენტებია. მსოფლიოში ყველაფერი მუდმივად იცვლება. ეს მსოფლიო ჩემპიონატი […]
მუნდიალი 2022 | როდრი მსოფლიოს ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა
ესპანეთის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი, როდრი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ერთ მატჩში გაკეთებული პასების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. ეს კატარში მიმდინარე მუნდიალის ჯგუფური ეტაპის, E-ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ მოხდა, რომელშიც “ფურია როხა” – 2:1 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, თანაგუნდელებს 215 პასი გაუკეთა, საიდანაც 204 ზუსტი იყო. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და სარწმუნო კომპანის, OptaJose-ის მონაცემების […]
მუნდიალი 2022 | ლუის ენრიკე: “უნდა ვიფიქროთ, რომ საუკეთესოები ვართ და შვიდივე მატჩს ვითამაშებთ”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში იაპონიის ნაკრებთან დაპირისპირების წინ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მოახლოებული დაპირისპირებისა და სხვა არაერთი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. “ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშზე ვმუშაობ და სასტარტო შემადგენლობას მხოლოდ ამის შემდეგ ვადგენ. ჩემს გადაწყვეტილებას არცერთ ფეხბურთელთან არ განვიხილავ, რადგან არავის არაფერი აქვს დასამტკიცებელი – ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ რომ […]
მუნდიალი 2022 | “ხოსე გაიას გაშვება არასწორი იყო” – ესპანელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს ხოსე გაია ვეღარ დაეხმარება. “ვალენსიას” მარცხენა მცველი და კაპიტანი ეროვნულ გუნდს ტრავმის მიზეზით გამოაკლდა, თუმცა როგორც გაირკვა, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. მას შემდეგ, რაც 27 წლის ფეხბურთელმა დოჰა დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა, მან დამატებითი სამედიცინო შემოწმება “ვალენსიას” ექიმებთან გაიარა, სადაც გაირკვა, რომ მისი ტრავმა იმდენად მსუბუქი იყო, რომ ფეხბურთელს მუნდიალის […]
მუნდიალი 2022 | “სამწუხაროა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს სახლიდან უნდა ვუყურო” – სერხიო რამოსი
რამდენიმე დღის წინ, ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, სადაც სერხიო რამოსის გვარს ვერ ვნახავდით. შეგახსენებთ, რომ 36 წლის მცველისთვის ეს მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატი იქნებოდა. რამოსმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით პოსტი გამოაქვეყნა: “მსოფლიო თასი? ეს ჩემი დიდი ოცნებებიდან ერთ-ერთი იყო, რომლის ასრულებაც შევძელი. ყატარის მუნდიალი მე-5 იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის […]
“მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია – საქართველოს პროექტი ოპტიმისტურია” – ესპანური მედიის გამოხმაურება წილისყრაზე
უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, ესპანურმა მედიამ საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის და მთლიანად ჩვენი ეროვნული გუნდის შესახებ ისაუბრა. წილისყრაზე გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი უკვე მესამედ, შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებთან ერთად ითამაშებს. არსებობს იმის შანსი, რომ 22 წლის მამარდაშვილი თანაგუნდელებს, ხოსე გაიასა და უგო გილამონს დაუპირისპირდეს. “ხოსე ლუის გაია […]
ხაბი ალონსო გერმანიის ბუნდესლიგის კლუბის მწვრთნელი ხდება
მადრიდის “რეალის”, “ლივერპულის”, მიუნხენის “ბაიერნის” და ესპანეთის ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი, ხაბი ალონსო ლევერკუზენის “ბაიერის” მთავარი მწვრთნელის პოზიციის დაკავებასთან ახლოსაა. ევროპული მედიის ინფორმაციით, “ფარმაცევტების” ეს თანამდებობა მალე ვაკანტური გახდება და მისი დაკავების რამდენიმე კანდიდატურა არსებობს, მათ შორის კი 40 წლის ესპანელი სპეციალისტი ლიდერობს. “ლევერკუზენი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლო მესამე პოზიციას იკავებს, […]