სერხი რობერტო: “ვიმედოვნებ, რომ ხავი პირველი ტიტულის მოგებას შეძლებს”
სერხი რობერტო დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სუპერ თასის მოგებას შეძლებს. გარდა ამისა, მცველმა ისიც აღნიშნა, რომ “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაგრძელება სურს. “ეს გუნდისთვის კიდევ ერთი ტიტული იქნება. უტიტულოდ რამდენიმე წელი გავიარეთ და ეს ჩვენთვის ძალიან უჩვეულოა. ეს ყველაფერი გვაიძულებს ტიტულებს მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ. სუპერ თასის მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ამ ტიტულის მოგება ხავისთვისაც მნიშვნელოვანი […]
ვალენსიელთა რიგებში საუკეთესო გიორგი მამარდაშვილი იყო
ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს “რეალი” და “ვალენსია” დაუპირისპირდნენ. პირველი ნახევარი სამეფო კლუბმა ერთბურთიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ნახევარში კი, სამუელ ლინომ წონასწორობა აღადგინდა “ღამურები” თამაშში დააბრუნა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. არც დამატებით დროში მომხდარა რაიმე ღირებული და საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტი მადრიდელები გამოდგნენ. […]
“ვალენსიას წინააღმდეგ, რეალმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს” – რუბენ ბარახა
რუბენ ბარახა, “ვალენსიის” ყოფილი მოთამაშე, ესპანეთის სუპერ თასის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მადრიდელებმა “ვალენსიას” წინააღმდეგ, ყურადღება არ უნდა მოადუნონ. “მსგავსი მატჩები კარგია იმისათვის, რომ გუნდებს შორის სხვაობა აღმოიფხვრას. იმისათვის, რომ “ვალენსიამ” შეძლოს მადრიდის დამარცხება, გუნდმა ძალიან მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს. უპირველეს ყოვლისა მატჩს კარგ ფიზიკურ კონდიციაში უნდა შეხვდნენ. თუ ფეხბურთელები ყურადღებით იქნებიან […]
ანსუ ფატი ტრავმირებულია
“ბარსელონას” შემტევი, ანსუ ფატი ტრავმირებულია. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას “ბარსელონას” პრეს-სასმახური ავრცელებს. კატალონიური გრანდის ახალ მეათე ნომერს, მარცხენა ფეხის ბარძაყის ბიცეფსის კუნთის დაზიანება დაუდგინდა. ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა დროის გამოტოვება მოუწევს 19 წლის ესპანელ ფეხბურთელს. ანსუ ფატის 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე სერიოზული ტრავმის გამო არ უთამაშია, 2021/22 წლების სეზონში კი რამდენიმე დაზიანების გამო […]
მადრიდის რეალის მცველს COVID19 დაუდგინდა
მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველს, დანიელ კარვახალს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 30 წლის ფეხბურთელმა “ბარსელონასთან” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა მატჩის შემდეგ მას COVID19 დაუდგინეს. ახლა ესპანელი განაპირა მცველი თვითიზოლაციაში გადავა და ბილბაოს “ატლეტიკთან” ფინალურ მატჩს გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში “სამეფო კლუბის” მეორე ნომერმა თეთრების შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, ერთი […]
რაზე იკამათეს ანჩელოტიმ და პიკემ ელ კლასიკოს მიმდინარეობისას?
ცნობილი გახდა, თუ რა თემაზე იკამათეს ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრის მიმდინარეობის დროის მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ და “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ჟერარდ პიკემ. “მაშინ, როცა ვინიცუს ჟუნირომა ტრავმა მიიღო, პიკეს ბურთის გადაგდება ვთხოვე – პირველ ტაიმში ჩვენ ზუსტად ასე გავაკეთეთ – თუმცა მან მიპასუხა, რომ “ბარსელონა ამას არასდროს აკეთებს. მიკვირს, თუ ასეა, მაგრამ ეს […]
ბარსელონას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აქვს
“ბარსელონას” მიმდინარე სეზონი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია და ამას სტატისტიკაც მოწმობს. კატალონიურ გრანდს პრობლემები თავზე საყრელად აქვს: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის წასვლა, შემადგენლობის გაახალგაზრდავების მტკივნეული პროცესი და დიდი ფინანსური კრიზისი. ამ ყველაფრის ფონზე, “ბლაუგრანას” სასარგებლოდ არც ციფრები მეტყველებენ. ესპანელმა ჟურნალისტებმა საინტერესო სტატისტიკას მიაკვლიეს. კერძოდ, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 28 მატჩიდან გუნდმა […]
კარლო ანჩელოტი: “გეგმა შევასრულეთ, მაგრამ შესრულებამ კითხვები გააჩინა”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გამართულ ელ კლასიკოში, “ბარსელონას” დამარცხება (3:2) შეაფასა. “ჩვენ ვცდილობდით მოწინააღმდეგეთა ხაზებს შორის გვეპოვა სივრცეები, კონტრშეტევის მიზნით საგრძნობლად ვამცირებდით წინ ინტენსივობას და მეტი კონტროლი გვქონდა სიღრმიდან. მე ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში ნამდვილად საკმარისად ვითამაშეთ მოსაგებად. თუმცა, მოედანზე მხოლოდ ჩემი გუნდი კი არა, მეტოქეებიც იმყოფებოდნენ, ამიტომ […]
ხავი: “წარსულის შიშით დაკომპლექსებულებმა ვითამაშეთ”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გამართულ ელ კლასიკოში, მადრიდის “რეალთან” მარცხი (2:3) შეაფასა. “სევდიანი ვარ ასეთი შედეგის ხილვით. მე-20 წუთიდან, მეჩვენებოდა, რომ რაღაც კომპლექსებით ვითამაშეთ, ახლო წარსულის შედეგების გამეორების შიშით. თუმცა, შემდეგ მოვახერხეთ ამ მომენტის დაჩრდილვა და თამაში ჩვეულ რეჟიმში წარიმართა. თუ მონეტას გადავატრიალებთ და ის “ბარსას” მხარეს დაეცემა, მაშინ […]
ხავი: “ეს ჩვენთვის გამოწვევაა, რეალთან მატჩი შესაძლოა გარდამტეხი იყოს”
12 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ სტადიაზე, პრინციპული მეტოქის, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა. “ეს ჩვენთვის გამოწვევაა, ფინალში თამაშის შესაძლებლობა. ეს მატჩი შეიძლება გარდამტეხი იყოს. ვეცდებით ჩვენი საუკეთესო მხარე გამოვავლინოთ და დაცვაში საიმედოდ ვითამაშოთ. მადრიდის “რეალი” ძალიან კარგ ფორმაშია, თუკი სატურნირო ცხრილში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ ესპანეთის […]
ელ კლასიკოს წინ, ბარსელონას 5 ფეხბურთელი დაუბრუნდა
“ბარსელონას” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ სტადიაზე, პრინციპული მეტოქის, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, გუნდს 5 ფეხბურთელი დაუბრუნდა. როგორც კატალონიელთა პრეს-სამსახური იუწყება, არაუხო, ანსუ ფატი, პედრი, ფერან ტორესი და ფრენკი დე იონგი “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არიან. ტრავმირებული ფეხბურთელების გარდა, “ბარსელონას” ფერან ტორესის გამოყენების შესაძლებლობაც ექნება, რომელიც კლუბმა უკვე […]
მადრიდის რეალი სუპერ თასის გამარჯვებულია
მადრიდის “რეალმა” “ატლეტიკო” თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:1 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დასრულდა და გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანებით გამოვლინდა. “რეალიდან” თერთმეტმეტრიანები ზუსტად დანი კარვახალმა, როდრიგო გოეშმა, ლუკა მოდრიჩმა და სერხიო რამოსმა გაიტანეს. “როხიბლანკოდან” ზუსტად ტრიპიერმა დაარტყა ხოლო საულ ნიგესმა ძელს მოარტყა ბურთი. რაც შეეხება ტომას პარტეის, მას ტიბო კურტუამ შესანიშნავი ნახტომით აუღო.