მარსელო მადრიდის რეალის ახალი რეკორდსმენი გახდა
16 იანვარს, ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის “რეალმა” ბილბაოს “ატლეტიკი” ლუკა მოდრიჩისა და ქარიმ ბენზემას გოლებით (2:0) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, “სამეფო კლუბის” მარცხენა მცველი, მარსელო რეკორდსმენი გახდა – ბრაზილიელმა კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მოგება მოახერხა. მარსელომ ფრანცისკო ხენტოს რეკორდი გაიმეორა, რომელსაც ასევე 23 ტიტული აქვს. მათ სერხიო რამოსი (22) და მანოლო სანჩისი (21) […]
დანი ალვეშის შთამბეჭდავი სტატისტიკა სადებიუტო მატჩში
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” 38 წლის მარჯვენა მცველმა – დანი ალვეშმა, კოპა დელ რეიზე (ესპანეთის თასზე), კატალონიელთა რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, სადაც “ბარსელონამ” “ლინარესი” 1:2 დაამარცხა. ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა სტატისტიკურად დანი ალვეშს, რომლის სადებიუტო შეხვედრაც ასე გამოიყურება: 9 მოგებული ორთაბრძოლა 8-ჯერ დაბრუნებული ბურთი 7 შექმნილი საგოლე გადაცემა 3 წარმატებული დრიბლინგი 3 ვარდნა შეფასება – […]
ღირსეული კაპიტანი – მუნიაინი სოსიედადის დაჯილდოვებას ესწრებოდა
3 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალი გაიმართა, სადაც ბასკური დერბი შედგა. “სოსიედადმა” “ბილბაო” 1:0 დაამარცხა და ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა. მატჩის შემდეგ საზეიმო ცერემონიაზე, სადაც “სოსიედადი” თასს აღმართავდა, “ბილბაოს” ყველა ფეხბურთელი გასახდელში იყო, თუმცა სტადიონზე მხოლოდ იკერ მუნიაინი დარჩა. ჟურნალისტებში გაჩნდა კითხვა, თუ რატომ დარჩა “სოსიედადის” თასის გადაცემის დროს მხოლოდ იკერ მუნიაინი “ბილბაოს” მხრიდან, რაზეც კაპიტანმა […]
მაკარიძის მშრალი მატჩი – ალმერიამ ლა ლიგის გუნდი გაანადგურა და ესპანეთის თასის 1/8-ფინალში გავიდა
ესპანეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრაში, “ალმერია” “ალავესს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით – 5:0 დაამარცხა. ლა ლიგის წარმომადგენელ გუნდთან გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვებაში თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მაკარიძემაც შეიტანა, რომელიც ტრადიციულად, თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. 30 წლის ქართველმა მეკარემ საერთო შეფასებაში, 7.6 კოეფიციენტი დაიმსახურა, რაც მოედანზე მყოფ 32 მოთამაშეს შორის […]