7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობს. 8 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარეტლიანი გამოვიდნენ, თუმცა მათი ასპარეზობა წარუმატებელი გამოდგა. ლაშა შავდათუაშვილი პირველივე ეტაპზე სოიჩი ჰაშიმოტოსთან დამარცხდა, ეთერ ლიპარტელიანი კი 1/8-ფინალში ფრან მეტოქესთან დამარცხდა. საბოლოოდ მესამე საშეჯიბრო დღე უმედლოდ დავასრულეთ. 10 მაისს, […]