კრისტიან ერიქსენი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი, რომლის ინციდენტმაც 2021 წლის ივნისში მთელი მსოფლიო შეძრა, პროფესიონალურ ფეხბურთს ნელ-ნელა უბრუნდება და შესაძლოა იგი კვლავ ინგლისის პრემიერ ლიგაში აღმოჩნდეს. ცოტა ხნის წინ, 29 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ევრო 2020-ის დროს მომხდარი მძიმე ფაქტის შესახებ ღიად ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად გულის გაჩერებისა, ახლა იგი თავს კარგად გრძნობს და მზადაა მოედანზე მალე დაბრუნდეს. […]
ანდრეი შევჩენკო შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს
“ჯენოას” მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული უკრაინელი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო შესაძლოა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და წერს, რომ გენუური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ახალ კანდიდატებს ეძებს და მათთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს. “ჯენოას” არჩევანი ამ ეტაპისთვის ორ სპეციალისტზე რონალდო მარანსა და დავიდე ბალარდინიზე აქვს შეჩერებული, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობაც, რომ კლუბის მმართველები […]
სიახლე ერიქსენის მდგომარეობაზე: ცნობილია, რამდენი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშებს დანიელი ფეხბურთელი
მილანის “ინტერმა” განაცხადა, რომ კრისტიან ერიქსენს ამ სეზონში იტალიაში თამაშის უფლება არ ეძლევა. აღნიშნული დასკვნა მედიკოსებმა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც მიმდინარე წლის ზაფხულში, ევრო 2020-ზე მან გონება დაკარგა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, რამდენიმე წამის განმავლობაში გულიც გაუჩერდა. 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ფინეთის წინააღმდეგ, 29 წლის ნახევარმცველის გადასარჩენად დეფიბრილატორი (ელექტრო-შოკი, ICD) დაუმონტაჟეს. […]
ნოელ ლე გრე: ,,ევრო 2020-ის შემდეგ, მბაპეს უნდოდა, რომ საჯაროდ დამეცვა”
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ, განაცხადა, რომ ევრო 2020-ის შემდეგ, კილიან მბაპემ დედასთან – ფაიზა ლამარისთან ერთად, მასთან შეხვედრა ისურვა. ფეხბურთელს შვეიცარიასთან მატჩში გაფუჭებული პენალტის შემდეგ მიღებული კრიტიკის გამო, ფედერაციისგან მხარდაჭერა სურდა. ,,ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მბაპეს დედამ ჩემთან შეხვედრა ისურვა. მე მხოლოდ კილიანთან შეხვედრას დავთანმხდი, რადგან ფეხბურთელების ოჯახის წევრებთან არასდროს ვსაუბრობ. მბაპე […]
ოფიციალურად: ენდი რობერტსონმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
“ლივერპულის” მარცხენა მცველმა, ენდი რობერტსონმა მერისისაიდულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, შოტლანდიელი ფლანგის მოთამაშე “წითლებს” ახლა უკვე 2026 წლამდე უკავშირდება. , , … ❤️ Great news, @andrewrobertso5 has signed a new long-term deal with the Reds — Liverpool FC (@LFC) August 24, 2021 ბოლო 5-წლიანი კონტრაქტის პირობებით, რომელიც მხარეებმა 2019 წლის ივლისში გააფორმეს, 27 […]
უეფა სიმონ კიაერს და დანიის ნაკრების სამედიცინო შტაბს დააჯილდოებს
დანიის ნაკრების კაპიტანი, სიმონ კიაერი და სამედიცინო შტაბის წევრები უეფასგან პრეზიდენტის ჯილდოს მიიღებენ. აღნიშნული პრიზი, რომელსაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გადასცემს, დანიელებს 2021 წლის ზაფხულში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოჩენილი გმირული საქციელის გამო გადაეცემათ. ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ფინეთის წინააღმდეგ (0:1) დანიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და გულის […]
ქარიმ ბენზემას კორონავირუსი დაუდასტურდა
მადრიდის “რეალის” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას კორონავირუსი დაუდასტურდა. “სამეფო კლუბის” მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ფრანგი ფორვარდის ტესტმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. 33 წლის ფეხბურთელი კლუბს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გამოსვლის და შვებულების შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო ცხრიანმა, რომელსაც “ბლანკოსებთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აქვს, ევრო 2020-ზე “მამლების” ოთხ […]
უეფას ტურნირებზე გატანილი TOP 10 გოლი 2020/21 წლების სეზონში (ვიდეო)
ლივერპულს კაპიტანი ტოვებს? – ჰენდერსონი შეთავაზებებს ელოდება
შესაძლოა, ახალი სეზონი “ლივერპულმა” გუნდის კაპიტნის, ჯორდან ჰენდერსონის გარეშე დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს და წერს, რომ ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს მერსისაიდელების შეთავაზება არ აკმაყოფილებს და კლუბიც შეთავაზებების მოსასმენად მზადყოფნას გამოთქვამს. ამავე დროს, ვრცელდება ცნობა, რომ სპორტული დირექტორი მაიკლ ედვარდსი 31 წლის ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას პრიორიტეტულად არ მიიჩნევს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “წითლების” ხელმძღვანელობა პირველ რიგში […]
ბუქმეიქერების პროგნოზი: სად გააგრძელებს გარეთ ბეილი კარიერას?
ბრიტანულმა ბუქმეიქურულმა კომპანიამ მადრიდის “რეალის” შემტევის, გარეთ ბეილის კარიერული მომავლის შესახებ პროგნოზები გააკეთა. 32 წლის უელსელმა გარემარბმა წინა სეზონი იჯარის წესით ყოფილ კლუბში, “ტოტენჰემში” გაატარა, ახლა კი “სამეფო კლუბში” დაბრუნდა, თუმცა “ბლანკოსების” შემადგენლობაში მისი დარჩენის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. დიდი ალბათობით, იგი კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდის რიგებს დატოვებს. OddsChecker-მა უელსის ნაკრების ლიდერის სამომავლო კლუბების შესახებ პროგნოზები […]
მათეუსი: ,,ინგლისელმა ფანებმა ფინალის წაგებით გამოწვეული ტკივილი დაიმსახურეს”
მიუნხენის ,,ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა, ინგლისელი გულშემატკივრები გააკრიტიკა: ,,ძალიან ვწუხვარ ფეხბურთელების გამო, მაგრამ ინგლისელმა ფანებმა ევრო 2020-ის ფინალის წაგებით გამოწვეული ტკივილი დაიმსახურეს. ისინი პატარა გოგონას მიმართ, რომელიც გერმანიის ნაკრების მაისურით იყო, მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. ,,უემბლიზე” მეტოქე გუნდის ჰიმნის დროს უსტვენდნენ, დანიის ნაკრების მეკარეს, კასპერ შმეიხელს, პენალტის შესრულებისას ლაზერით ხელს უშლიდნენ. […]
ზინჩენკოს და იოზილის ქველმოქმედება: უკრაინაში ბავშვებს ოპერაციებს უფასოდ ჩაუტარებენ
უკრაინის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა, ოლექსანდრ ზინჩენკომ “ფენერბახჩეს” შემტევთან, მესუთ იოზილთან ერთად საქველმოქმედო საქმის გაკეთება დაიწყო. გერმანელმა და უკრაინელმა ფეხბურთელებმა, ამ უკანასკნელის სამშობლოში საკუთარი ფინანსებით გერმანელი პლასტიკური მედიცინის სპეციალისტის, კლაუს ექსნერის ჩასვლა დააფინანსეს. ქალაქ ლვოვში გერმანელი ექიმი 1 კვირის განმავლობაში ოპერაციებს უფასოდ დააფინანსებს. აღნიშნული აქცია ორგანიზაციის BigShoe-ის ფარგლებში მოქმედებს, რომელიც მსგავს პროექტს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ […]