ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის დასკვნითი ტურის შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიის ნაკრებმა, საფრანგეთი 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88-82 დაამარცხა. საოცარი მატჩი ჩაატარა, ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც 47 ქულას, 7 მოხსნას, 5 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. ევრობასკეტზე ერთ თამაშში მოგროვებული 47 ქულა ისტორიაში მეორე შედეგია (რეკორდი, 63 ქულა, ბელგიელ ედი ტერასს ეკუთვნის). ლუკამ 12-დან 9 ორქულიანი, 11-დან […]