EUROBASKET: “შეგახსენებთ, თუ როგორი კარგია მამუ…”
Fiba Eurobasket-მა სოციალურ ქსელ “Instagram”-ზე, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “სან ანტონიო სპურსის” კალათბურთელის – სანდრო მამუკელაშვილის ვიდეო, შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “შეგახსენებთ, თუ როგორი კარგია მამუ…” View this post on Instagram A post shared by FIBA EuroBasket (@eurobasket) ეს კადრები კი თბილისში გამართული “ევრობასკეტიდან” არის, სადაც თორნიკე შენგელიას არ ყოფნაში, სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრების ლიდერი იყო.
FIBA-მ ბითაძე, სანაძე, შენგელია და კორკმაზი დასაჯა
2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთს შორის საინტერესო მატჩი შედგა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 88:83 მოიგო. თუმცა, ეს შეხვედრა კიდევ ერთი რამით იყო დასამახსოვრებელი. დუდა სანაძესა და ფურქან კორკმაზს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც დიდ დაძაბულობაში გადაიზარდა. დაპირისპირების შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: ,,ქორქმაზს ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო, მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, […]
სანდრო მამუკელაშვილის ჩატენვა ევრობასკეტის TOP 10-ში მოხვდა | VIDEO
ევრობასკეტის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ტურნირის საუკეთესო ჩატენვებია ნაჩვენები. 10 საუკეთესოთა შორის სანდრო მამუკელაშვილის მომეტიც მოხვდა. ქართველი კალათბურთელის საუკეთესოთა სიაში მერვე ადგილზე გავიდა.
ევრობასკეტზე მამუკელაშვილი მოხსნებში ერთ-ერთი საკეთესო იყო
ქართველი კალათბურთელისთვის ეს ევრობასკეტი ნამდვილად გამორჩეული იყო. ყველა შეხვედრაში სანდრო გუნდს ლიდერობდა და პარკეტზე ბოლომდე იხარჯებოდა. მან გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა და კალათბურთის სამყაროსაც უკეთ გააცნო თავი. ქართველი ფორვარდის კარგი თამაში სტატისტიკაშიც აისახა. 23 წლის კალათბურთელი ევრობაკეტზე მოხსნებში ერთ-ერთი საუკეთეო იყო. ის ერთ მატჩში საშუალოდ 11 მოხსნას აგროვებდა. სანდროზე კარგი შედეგი მხოლოდ ბულგარელმა საშა […]
ენტონი სლოტერი: “დღევანდელი საღამო მთელი ცხოვრება გვემახსოვრება”
სლოვენიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პოლონეთის ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა, მატჩის შემდგომი კომენტარი მის ვაჟთან ერთად გააკეთა. სლოტერის თქმით, 2022 წლის ევრობასკეტი სრული სიგიჟეა. “ეს ევრობასკეტი სრული სიგიჟეა. საოცარი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს არის ის, რაც ჩვენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში გვემახსოვრება. ბევრს არ ეგონა, რომ სლოვენიას დავამარცხებდით, მაგრამ ჩვენ ისტორია დავწერეთ.” სლოტერმა საფრანგეთთან მომავალ მატჩზეც ისაუბრა: “საფრანგეთი ძალიან ძლიერი […]
ჯანმარკო პოცეკო: “ევრობასკეტზე საუკეთესო კალათბურთი ვაჩვენეთ”
იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ მისი კალათბურთელები, საფრანგეთთან მარცხის შენდეგ, შეაქო და თქვა, რომ მათით ამაყობს. “მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით. ყველამ ნახა თამაში და მათი კლასი ნათლად გამოჩნდა. მე მიყვარს ჩემი მოთამაშეები. რაც მათ ევრობასკეტზე აჩვენეს, საოცარია. ისინი პირველივე დღიდან ყველა ვარჯიშზე მიზნის მისაღწევად იბრძოდნენ. ამის გამო მათ ყველას პატივს ვცემ. მე ნამდვილად ვამაყობ […]
სლოვენია პოლონეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
დღეს ევრობასკეტზე ბოლო 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს სლოვენია და პოლონეთი დაუპირისპირდნენ. სლოვენიელები ამ შეხვედრის უპირობო ლიდერებად ითვლებოდნენ, თუმცა, მატჩში მოვლენები ძალიან მოულოდნელად განვითარდა. პოლონელებმა მეტოქეს დიდი სიურპრიზი მოუმზადეს და პირველი ტაიმი 39:58 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მეორე მეოთხედი სლოვენიამ 16 ქულით, 13:29 დათმო. თუმცა, მეორე ტაიმში პოლონეთი საკუთარ თავს არ ჰგავდა. მათ მესამე მეოთხედში […]
საფრანგეთმა იტალია 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოთიშა
დღეს ევრობასკეტზე 1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს იტალია და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. ფრანგები პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდნენ და შეხვედრის საწყისი ნახევარი 7 ქულიანი უპირატესობით მოიგეს. თუმცა, მათი მეტოქეები მეორე ტაიმში პარკეტზე ძალიან მოტივირებულნი გამოვიდნენ. ჯანმარკო პოცეკომ გუნდის თამაშში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა და მესამე მეოთხედში იტალიამ არაჩვეულებრივად ითამაშა, რომელიც ფრანგებს 13 ქულით მოუგეს. […]
გერმანიამ საკუთარ კედლებში საბერძნეთი დიდი სხვაობით დაამარცხა
დღეს ევრობასკეტზე მეორე 1/4 ფინალური შეხვედრაც გაიმართა, სადაც ერთმანეთს გერმანია და საბერძნეთი დაუპირისპირდნენ. ბერძნებმა პირველი ტაიმი გამარჯვებით დაასრულეს, თუმცა, მათი მეტოქეები მეორე ტაიმში პარკეტზე ძალიან მოტივირებულნი გამოვიდნენ და მესამე მეოთხედშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. მთელი შეხვედრის განმავლობაში გერმანელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და საქმე ბოლომდე მიიყვანეს. მათი მხრიდან საუკეთესო დენის შროდერი იყო 26 ქულით. ალბათ გასაკვირი არაა, […]
ესპანეთი ევრობასკეტის 1/2 ფინალში მეთერთმეტედ ითამაშებს
დღეს ევრობასკეტზე პირველი 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და ფინეთი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩრდილოელების დიდი უპირატესობით დაიწო. მათ პირველი მეოთხედი 19:30 მოიგეს. ფინელებმა პერიმეტრიდან ბევრი ქულა აიღეს და კომფორტული უპირატესობაც მოიპოვეს. საწყის და მეორე მეოთხედის პირველ ნაწილში ესპანეთი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ სკარიოლოს შეგირდებმა მალევე დაიწყეს იმ უპირატესობის აღმოფხვრა, რაც ფინელებს ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ […]
“ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ”- დი ბოსტი ბელგიასთან მატჩისთვის ემზადება
ბულგარეთის ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა დი ბოსტმა, საქართველოს წინააღმდეგ გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა. მან ჩვენს წინააღმდეგ 33 ქულა, 4 მოხსნა და 12 ასისტი მოაგროვა. ბულგარეთის ნაკრების კალათბურთელმა მისი შესაძლებლობები არაჩვეულებრივად წარმოაჩინა და ცხრა სამქულიანით საშა ჯორჯევიჩის რეკორდიც გაიმეორა. საქართველოსთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, მან ასეთი კომენტარი გააკეთა: „დღეს ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი ჩვენი დაცვით. პირველი სამი შეხვედრა, მეტოქეებს ყოველ […]
ბელგია-ბულგარეთის შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იქნება
ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაზე ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გულშემატკივართა დასწრება თავისუფალი იქნება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღეს ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებების დაპირისპირებაზე დასწრების შესაძლებლობა ქართველ გულშემატკივარს უფასოდ შეეძლება. ამის მიზეზი სატურნირო მდგომარეობა და ის ფაქტი გახლავთ, რომ ბელგიის ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული გუნდი ჯგუფიდან […]