ევროლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, მოსკოვის “ცსკა-მ” მადრიდის “რეალი” 96:89, თანაც ესპანეთის დედაქალაქში დაამარცხა და სატურნირო თვალსაზრისით, აქტივში მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა. ტრადიციულად, რუსული კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 17:32 წუთი გაატარა თორნიკე შენგელიამ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ამ დროში 14 ქულა, 2 ჩაჭრა და თითო-თითო მოხსნა და შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ 29 წლის ქართველმა ფორვარდმა […]