გრეგ მონრო ამერიკელი კალათბურთელია, პოზიციით ცენტრი, ის 1990 წლის 4 ივნისს დაიბადა, შესაბამისად 29 წლისაა. კოლეჯის კალათბურთში გამორჩეული თამაშის შემდგომ ის 2010 წელს პირველი რაუნდის მე-7 პიკად “დეტროიტ პისტონსმა” აირჩია, სადაც მან მომდევნო 5 წელი გაატარა. 2015 წელს მონრო “დეტროიტიდან” “მილუოკის” რიგებში გადავიდა, სადაც 2017 წლამდე დაჰყო. მონროს შემდეგი გაჩერება “ფინიქსი” აღმოჩნდა, სადაც 1 წელი […]